27 წლის ეკატერინა მარკოვკინამ, რომელიც ნიჟნი ნოვგოროდში ცხოვრობს, საკუთარი შვილი მეთოთხმეტე სართულიდან გადმოაგდო იმის გამო, რომ პატარა ძლიერ ტიროდა და მას მშვიდი ძილის საშუალებას არ აძლევდა.
მას შემდეგ რაც 4 თვის შვილის ქუჩაში მოისროლა, დედამ ძილი მშვიდად გააგრძელა. დაღუპული პატარას სხეული დილით, სკოლაში მიმავალმა მოსწავლეებმა აღმოაჩინეს.
Lifenews-ის ინფორმაციით, მომხდარზე უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება იკვლევს, სად იმყოფებოდა ინციდენტის დროს პატარას მამა.
ეკატერინა ბოლო წლების განმავლობაში სამოდელო კარიერის აწყობას გეგმავდა. საკუთარი ეფექტური გარეგნობის წყალობით ის ტანსაცმლის კატალოგებსა და სატელევიზიო რეკლამაში არაერთხელ გადაიღეს.
მოდელს ოჯახი საკმაოდ წარმატებულად და უზრუნველყოფილად ითვლებოდა. დადაღუპული ოჯახის პირველი ვაჟი იყო. პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც რთული მშობიარობის შემდეგ ახალშობილის დედა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღრიცხვაზე აიყვანეს.