მაიკლ შვირცი, "The New York Times"
მოსკოვი – ამოუცნობი ტერორისტები ოთხშაბათს, რუსეთის მხარდაჭერილი აჯანყებული ქართული ანკლავის აფხაზეთის პრეზიდენტის მოკვლას შეეცადნენ, გამოიყენეს რა ავტომატური იარაღი, ნაღმტყორცნები და გზის გასწვრივ დამონტაჟებული ძლიერი ბომბი თავდასხმისთვის, რომელმაც უმალ გააჩინა კითხვები იმასთან დაკავშირებით, შეუძლია თუ არა მოსკოვს ამ რეგიონში წესრიგის უზრუნველყოფა.
პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი თავდასხმას გადაურჩა და არ დაშავებულა, მაგრამ დაცვის ერთი თანამშრომელი დაიღუპა და ორი მძიმედ დაიჭრა. ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს ბატონი ანქვაბის სიცოცხლის ხელყოფის მეექვსე მცდელობაა, რაც აფხაზეთის არასტაბილურობაზე მიუთითებს.
როდესაც ბ-ნ ანქვაბს აფხაზეთის დედაქალაქში ტელეფონით დავუკავშირდით, მას ხმა უკანკალებდა:
„ბოდიშს გიხდით, ამ წუთში საუბარი არ შემიძლია, განსაკუთრებით ამ თემაზე“, განაცხადა მან, თავდასხმის მცდელობაზე საუბრისას.
ეს თავდასხმა, როგორც ჩანს ახალი განგაშის საფუძველი გახდება მოსკოვში, რომელიც იბრძვის ბოლოდროინდელი პოლიტიკური არეულობის ჩასაცხრობად აფხაზეთსა და მეორე ქართულ ანკლავში, სამხრეთ ოსეთში. 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოსთან, რუსეთმა გამოწვევა გაუგზავნა საერთაშორისო თანამეგობრობას და ამ უკანასკნელის წინააღმდეგობის მიუხედავად, ეს ორი რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.
თუმცა, სტრატეგიულ დივიდენდებთან ერთად, მოსკოვმა თავისტკივილიც მიიღო. რუსული კომპანების მცდელობა დაეპყროთ აფხაზეთის პოტენციურად ყველაზე სარფიანი ტურისტული მეურნეობა, დაიბლოკა. და ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში, ორივე ანკლავის ამომრჩევლებმა კრემლის აშკარა ფავორიტების მხარდაჭერაზე უარი თქვეს.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის არმია ორივე რეგიონშია დისლოცირებული, პოლიტიკურ აურზაურს, კლანურ დავებს და ბიზნეს გარიგებების შეფერხებას, სისხლისღვრა მოსდევს. ამ თვეში, სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნებში აშკარად გამარჯვებული კანდიდატი, სავარაუდოდ პოლიციის თავდასხმის შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა.
აფხაზ ჩინოვნიკებს არ გააჩნდათ პირველადი ინფორმაცია ბ-ნ ანქვაბზე თავდამსხმაში შესაძლო ეჭვმიტანილების შესახებ. ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას აგვისტოში, ძალიან კონკურენტული არჩევნების შემდეგ შეუდგა და უმალ დაიწყო კამპანია კრიმინალური ჯგუფების წინააღმდეგ. მისი მტკიცებით, ამ ჯგუფებით გაჟღენთილია სახელმწიფო სტრუქტურები.
სულ ბოლოს, მან კურუფციის ბრალდებით მთელი საიმიგრაციო სამსახური გააუქმა. „ყველა ასეთი ნაბიჯი საზოგადოების გარკვეული ნაწილის ნეგატიური რეაქციის პროვოცოირებას ახდენდა“, განაცხადა ბ-ნი ანქვაბის სპიკერმა ქრისტიან ბჟანიამ.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა ამ თავდასხმის უკან საქართველო იდგეს, ბ-ნმა ბჟანიამ განაცხადა, რომ გამომძიებლები ასეთ შესაძლებლობას განიხილავდნენ, თუმცა ეს საეჭვოა.
თავდასხმა ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 8:30 სთ-ზე დაიწყო, როდესაც სოხუმის შემოგარენში ძლიერი ნაღმი გზაზე მიმავალ ანქვაბის ავტოკოლონასთან აფეთქდა, განაცხადა ბ-ნმა ბჟანიამ. ავტომატური იარაღით და ნაღმტყორცნებით შეიარაღებულმა სულ ცოტა ხუთმა ადამიანმა ცეცხლი გახსნა.
„ინტენსიური სროლა ხუთ წუთზე მეტხანს არ გაგრძელდა“, – განაცხადა ბჟანიამ. „შედეგად დაცვის ერთი წევრი დაიღუპა და ორი – დაიჭრა“.
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა დაურეკა ბ-ნ ანქვაბს მალევე თავდასხმის შემდეგ და გამოძიებაში დახმარება შესთავაზა, ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
foreignpress.ge
850
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85