პლეხანოველ მოგელას სიძულვილთა სიაში სიკვდილი მაინცდამაინც თავის ადგილას არ ეწერა. არამედ, უფრო მაღლა.
ღამით, როდესაც რადიოს ხმა ეფრქვეოდა სახეზე, თვალდახუჭული პლეხანოველი მოგელა უხმოდ იტყოდა ხოლმე, სიკვდილის დედაც მ...ნო. მაგრად არ უყვარდა სიკვდილი და მისი არანაირი მოწიწება არ ჰქონდა. მორიდება – გვარიანი, მაგრამ მოწიწება – არნაირი. საერთოდაც, იმ რადიოს რომ უსმენდა, გაიფიქრებდა, რასაც ვუსმენ, სრული უმრავლესობა მკვდრების ნამღერია, რასაც ვკითხულობ, სულ მკვდრების დაწერილიაო და წარმოიდგენდა, რომ მის სახლში უამრავი მკვდარი ცხოვრობს, უფრო კი – მკვდრების ხმები, მკვდრების ფიქრები, მათი სიყვარულები, სიძულვილები და ნიჭები.
(აკა მორჩილაძე, „Maid in Tiflis“)
გოჩა ჯელიაც აღარ არის, ძალიან წესიერი, ძალიან ჩუმი და მორიდებული, წყნარი, მშვიდი კაცი. ახალგაზრდა კაცი, კარგი მეგობარი, კარგი ჟურნალისტი, თბილი ადამიანი... წავიდა.
ერთ წელიწადში სამი მეგობარი დავკარგე.
წყეული ოთხმოცდაათიანები... ათ წელს ვიკლებდი ხოლმე, სიზმარი იყო და ოცდათხუთმეტის ვარ–მეთქი, ვამბობდი. ცხადზე ცხადი ყოფილა და... ალბათ, ორმოცდათხუთმეტის ვარ, იქნებ – სამოცდახუთის.
როცა ათ წელს ვიკლებდით, სწორედ მაშინ გვითხრეს გარკვევით: „ჩარეცხილები ხართ“. აბა რა – სახიფათო მოწმეებს ყოველთვის იშორებენ. ჩვენს თვალწინ შეძვრნენ კომკავშირში და ყველამ ვიცით, როგორ გამოძვრნენ შევარდნაძის უკანალიდან. ამ ათ წელიწადსაც სიამოვნებით მოვიკლებდით – ვითომ სიზმარი იყო, ვითომ დაგვესიზმრა, რადგან წარმოუდგენელი მხოლოდ სიზმარში ხდება და განა წარმოიდგენდით როდესმე, რომ კახა კაციტაძე აღარ იქნებოდა და ვინმე ლევან ჩოლოყაშვილი ექსპერტს დაირქმევდა?!
ახლა ვხვდები, რატომ გადმოასვენეს ქაქუცა ჩოლოყაშვილი – საფლავში უკონტროლოდ რომ არ ეტრიალა. ქაქუცასაც აკონტროლებენ ეს დამპლები, მაგრამ რომ აკონტროლებენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ტრიალებს და ჩვენი ჩარეცხვა რომ გადაწყვიტეს, სულაც არ ვართ ჩარეცხილები. პირიქით – ამ ათი წლის ჩარეცხვა გვსურს, მაგრამ რადგან ეს შეუძლებელია, ამიტომ ისინი უნდა ჩაირეცხონ, ვინც ეს ათი და მანამდე კიდევ ათი წელი გაჩენის დღე და თავ–ბედი გვაწყევლინა.გაჩენის ადგილი არასოდეს დაგვიწყევლია და ამიტომ...
უნდა ჩაირეცხონ ლიბერასტები, უნდა ჩაირეცხონ ლეიბორალისტები, უნდა ჩაირეცხონ სატანისტ–ტოტალიტარისტები და უნდა ჩაირეცხოს ყველა, ვისი მემარჯვენეობა–მემარცხენეობაც იმით განისაზღვრება, თუ დროის კონკრეტულ მონაკვეთში რომელი ხელით ეწევა ანანიზმს.
ლეიბორალისტები–მეთქი... დიდი ხანია, რაც ასე ვუწოდებ, მაგრამ გასულ კვირაში ლეიბორალისტებმაც მიწოდეს რაღაც. მიწოდეს, რა – ყველას გვიწოდეს, ქართველებს, და ჩვენთან ერთად უწოდეს მათაც, ვინც ზამთრის ერთ, არ ვიცი როგორ დღეს, თეთრ სახლთან ჩაიარა. თუ რა გვიწოდეს ლეიბორისტებმა, ამას ნიუსიდან შეიტყობთ:
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილის განცხადებით, „ლეიბორისტული პარტია“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც თეთრ სახლთან პროტესტის გამოხატვა გაბედა. როგორც ნათელაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, ამ დღით ძალიან ამაყობს. „როდესაც უცხო ენა არ იცი, დაზეპირებას ჯობს წაიკითხო. ვისაც „down the dictator“-ზე ეცინება, მიმაჩნია, რომ მინდორში დაგდებული მკვდარი დაკრეჭილი ვირია. პოლიტიკოსს თუ ხუმრობის ნიჭი არ აქვს, ის პოლიტიკოსად ვერ შედგება, მაგრამ დღეს ვცდილობ აღარ ვიხუმრო, რადგან ტელევიზიები ჩემს გამონათქვამებს მონდომებით ატრიალებენ, „ლეიბორისტული პატრიის“ საქმიანობას კი, არ აშუქებენ. თუ ჩემგან ბევრ ხუმრობებს ვეღარ მოისმენთ, არ გეწყინოთ“, – განაცხადა ნათელაშვილმა“.
აჰა... უყურე შენ?! ისე, კაცი არ მეგულება, ვისაც „down the dictator“-ზე გაეცინება, აი „დაუნ ვიზ დიქტეიტე“ სხვა ამბავია – მელია იცინის, იცინის, კვდება სიცილით. მელია რა იყო, „მინდორში დაგდებული მკვდარი დაკრეჭილი ვირი“ უნდა მეთქვა და ალალად დავამატებ: შალიკოს ხუმრობებზე ყოველთვის მეცინება და ერთადერთი ხუმრობა, რომელსაც ვერ ვიგებ ის არის, პარლამენტის წევრებად რომ ითვლებიან, ხელფასს რომ იღებებენ და, თუ არ ვცდები, ამ ორიოდე კვირის წინ, სამივლინებოც რომ მოითხოვეს.
აწყობილი აქვთ ცხოვრება და ამ აწყობილმა ცხოვრებამ იყო, ნათელაშვილს „თუ ბი, თუ ბი“ რომ წამოაცდენინა, თორემ ნახევარი საქართველო „თუ ბი, ორ ნოთ თუ ბი“–ს გაიძახის, ხოლო ნახევარზე ოდნავ ნაკლები – „ნოთ თუ ბი“–ს.
ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რა გამოდის – ჩვენ, ყველანი, „მინდორში დაგდებული მკვდარი დაკრეჭილი ვირები“ ვართ? და შალვა ვიღაა? შალვა არის მინდორში დაგდებული მკვდარი, დაკრეჭილი ვირების თავისუფლებისა და ბედნიერებისათვის მებრძოლი მწუხარე სახის რაინდი.
რაინდების ეპოქაში ვცხოვრობთ, რაინდობის (თუ რაინდიზმის?), მხარში დგომის და გაგების მაგალითებს პარლამენტარები იძლევიან. მაგალითად, როგორც გასულ კვირაში. რომან მარსაგიშვილმა „ძლიერ საქართველოს“ ამჯობინა „ერთობა სამართლიანობისთვის“, ანუ საქართველო ჩემი მეგობარია, მაგრამ სამართლიანობას უფრო მაღლა ვაყენებო. ჰოდა, საპარლამენტო უმცირესობა დაშლის საფრთხის წინაშე დადგა და, ვინ ვინ და ჩვენ ხომ ვიცით, რომ პარლამენტი უმცირესობის გარეშე იგივეა, რაც უპატარძლო საქორწილო ღამე!
მოკლედ, მარსაგიშვილის წამოსვლამ საფრთხე შეუქმნა „ძლიერ საქართველოს“. მეტსაც გეტყვით – საქართველოს ძლიერებას შეუქმნა საფრთხე. ეს ბოლო რამდენიმე წელიწადია, საქართველოს სხვადასხვა სახის უმცირესობებისგან შედგენილი უმცირესობა მართავს, ფრაქციაგამოკლებული უმცირესობა კი არც უმცირესობაა და მით უმეტეს – არც უმრავლესობა...
საყოველთაოდ ცნობილია, რომ როგორც კი ნადიდგორალ–ნაშამქორალ საფრთხე ექმნება, სცენაზე მაშინვე ნაასლანისტარ–ნაჟურნალისტარები გამოდიან. გიორგი თარგამაძემ (ეს ის გიორგი თარგამაძეა, ქე რომ...) თორთლაძეს რატი მაისურაძე (რაჭველი რომ გამამაძაღლდება...) გაუგზავნა – ესო შენო ჩემგანო ფეშაშქაშად, პრეზენტად და ძღვნადო. თორთლაძემ თავისუფლად ამოისუნთქა, მაგრამ სანამ ამოსუნთქვას მოასწრებდა, უმრავლესობამ საკუთარი რიგებიდან გარიცხა მუდმივი დეპუტატი და მეფე აიეტის შემდეგ ყველაზე დიდი ვანელი, ბეჟან ხურციძე.
ახლა, ნაწყვეტს შემოგთავაზებთ ნიუსიდან, რომელიც საპარლამენტო არითმეტიკაში გაგვარკვევს: „...დღის მეორე ნახევრისთვის საპარლამენტო უმცირესობას საფრთხე უკვე დეპუტატების რაოდენობიდან გამომდინარე შეექმნა. კერძოდ, უმცირესობას ქმნის საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ მყოფ დეპუტატთა ნახევარზე მეტი. უმცირესობაში კი, რომან მარსაგიშვილის გია თორთლაძის ფრაქციიდან ("ძლიერი საქართველო") წასვლის შემდეგ, 12 დეპუტატი იყო. იმის გამო, რომ უმრავლესობის გარეთ, ბეჟან ხურციძის გარიცხვის შემდეგ, 24 დეპუტატი აღმოჩნდა, უმცირესობის შესაქმნელად საჭირო იყო 12+1 დეპუტატის არსებობა. შესაბამისად, შაბათს, დღის მეორე ნახევარში საპარლამენტო უმცირესობას არსებობისთვის ერთი დეპუტატი აკლდებოდა. იმავდროულად, „ქრისტიან-დემოკრატებმა“ გააკეთეს განცხადება, რომ რამდენიმე თვეა, მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ უმრავლესობის წევრ რამდენიმე მაჟორიტართან და ფორსმაჟორის გამო მოლაპარაკებებს დააჩქარებდნენ“.
ვენაცვალე „ინტერპრესნიუსს“... როგორც კი რამე, მაშინვე გამარკვევენ ხოლმე, თუმცა შეცდომისგან არავინ არის დაზღვეული და ამ ნიუსში ერთი პრინციპული უზუსტობა გაიპარა – ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა ისეთივე ქრისტიან–დემოკრატები არიან, როგორც „ჩაკრულო“ სომხური ფოლკლორის უბრწყინვალესი ნიმუში.
ასეა თუ ისე, შტატივებმა (ჩითის კაბას არ ეცალა – სარეცხის თოკზე იყო გადაფენილი და იმავე თოკზე ჩამომჯდარ ჩიორას ერთობლივი გრანტების თაობაზე ეჟღურტულებოდა) მოლაპარაკება დააჩქარეს და სანამ ფერნანდო ტორესის „ჩელსიდან“ აბარგების გაჭიანურებული საკითხი გადაწყდება, ოპერატიულად გადაწყდა, რომ კასპელი კობა კურდღელაშვილი შტატივებს გაამაგრებს. კურდღელაშვილის უმცირესობაში გადასვლის შემდეგ, უმცირესობაში დეპუტატთა რაოდენობამ 13-ს მიაღწია და, უმცირესობაც გადარჩა.
თქვენი არ ვიცი და მე „ცისფერი მთები“ გამახსენდა, გადავრჩით, ბატონებოო - ოციოდე უსაქმური ტაშს რომ დასცხებს, მუსიკა რომ ჩაირთვება („იყიდეთ, იყიდეთ ჩქარა, თორემ...“), თქვენ არ მითხარით ტაშიო და, ეგ სხვა ტაში იყოო.
ტაში, ბატონებო, ტაში... ტაში!!! პეტრე ცისკარიშვილმა ხურციძის გარიცხვის თაობაზე ისაუბრა და საპარლამენტო ცხოვრების სექსუალური დეტალები გაამხილა. მისი თქმით ხურციძე პასიურობდა პოლიტიკური გუნდის შიგნით. „საქმეს ვაკეთებთ ერთმანეთთან კოორდინაციით, გუნდის შიგნით მსჯელობით და არა პასიურობით და შემდეგ რაღაც საწინააღმდეგო პოზიციების დაფიქსირებით“, - ეშმაკური ღიმილით თქვა პეტრე ცისკარიშვილმა და დასძინა, რომ თუ ასეთი პოზიციები ფიქსირდება, მაშინ პოლიტიკური გზებიც იყოფა.
როგორც ვხედავთ, შემთხვევითი სქესობრივი კავშირები ხანდახან წლების განმავლობაში გრძელდება, თუმცა თავისი დასასრული ყველაფერს აქვს. ვფიქრობ, ვერც ვეფხვაძე და კურდღელაშვილი გაძლებენ დიდ ხანს ერთად.
ცალკე თემაა და, ალბათ, ახლავე უნდა გავარკვიოთ, რატომ და როგორ გაძლო ამდენ ხანს სააკაშვილმა – გენმოდიფიცირებულია და ემულგატორებით არის გაძეძგილი თუ, ჩვენშია პრობლემა? ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ნათელია – ყველანაირი ვადა უკვე გაუვიდა და ახლა საკითხი ასე დგას: უბრალოდ, სანაგვეზე მოვისროლოთ თუ ჯერ კიდევ ექვემდებარება გადამუშავებას.
მე მგონი, როგორც რადიაქტიურ ნარჩენებს ექცევიან, ისე უნდა მოვექცეთ მიშას. თუმცა, მიშა ასე არ ფიქრობს, ან – ფიქრობს და არ იმჩნევს.
გასულ კვირაში სააკაშვილმა ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში „მომავლის კლასი“ გახსნა. ამ კლასში ყველანაირი გაკვეთილის ჩატარება არის შესაძლებელი – ქიმიაო, ფიზიკაო, გრამატიკა და გეომეტრიაო... სსრკ კონსტიტუციაში ხუუთიი... ალგებრაო, ასტრონომიაო... რავი, ყველაფერი.
და, ვინ არის ამ სკოლის დირექტორი? აბა, თუ მიხვდებით! მინიშნებას გეტყვით: სკოლას განსაკუთრებული დაცვა აქვს გამოყოფილი და მანდატურებად მეხუთე თაობის რობოტები იმუშავებენ. ვერ მიხვდით? კიდევ ერთი მინიშნება: სკოლის დირექტორის შვილი ჩვენი ქვეყნის ხერხემალია.
მივხვდი, რომ მიხვდით, მაგრამ მე რასაც ვერ ვხვდები, არის ის, რომ რატომ ხსნის მიშა მომავლის კლასებს, როდესაც მთელი ბავშვობა დეკლასირებულ ელემენტებთან ბრძოლაზე ოცნებობდა; როდესაც მთელი სტუდენტობა უკლასო საზოგადოების აშენების ოცნებაში გაატარა და როდესაც, წესით, მიმავლის კლასებს უნდა ხსნიდეს.
როგორც ვხვდები, ეს ყველაფერი შიდა მოხმარების პროდუქტია, ოღონდ – შიდაპარტიული მოხმარების. აქაოდა, არსადაც არ მივდივარო.
მიდიხარ, ბიჭო, და მერე როგორ! დარჩები, ვაჟკაც, და მერე სად! რუსთავი, ქსანი, გეგუთი, გლდანი...
იცით, რას ვფიქრობ? ნაციონალებს ერთი კარგი მამაპაპური პანღური რომ მოხვდებათ და ხელისუფლება რომ შეიცვლება, ყველა მინისტრი უნდა გამოვცვალოთ ერთის – ხათუნა კალმახელიძის გარდა. და ეს იქნება სასჯელის უმაღლესი ზომა. ხოლო სასჯელის უმაღლეს ზომას რომ იმსახურებს, ამაზე ეს ნიუსიც მეტყველებს: „საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბერიძეების ოჯახისთვის სოციალური სტატუსის მოხსნის გამო შესაბამისი სამსახურები გააკრიტიკა. ბერიძეების ოჯახი სოციალურად დაუცველთა სიაში იყო და არსებული 42 ქულიდან მათი ქულები 61-მდე გაიზარდა, რის გამოც ოჯახს ყველანაირი სოციალური დახმარება მოეხსნა და ბავშვი, რომელსაც ძვლის ტვინი გადაუნერგეს, ჯანდაცვის ვერც ერთ პროგრამაში ვერ მოხვდა“.
ეს არაფერი. ახლა დასასრულიც ვნახოთ: „მისივე თქმით, იმის მაგივრად, რომ სახელმწიფო ოჯახს დაეხმაროს, სოციალურ სტატუსს უხსნის, რაც დაუშვებელია. „ეს ნიშნავს, რომ ვიღაც ზის თბილისში და წარმოდგენა არ აქვს, რას აკეთებს. სამინისტროსთან სერიოზულად არის სამუშაო და ასევე ადგილიდან უნდა გაიცეს რეკომენდაციები“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა“.
ამის შემდეგ, ლოგიკური იქნებოდა, ურუშაძისთვის ეთქვა, „ტი ჟიზნ ვიძიშ იზაკნა მაევო პერსონალლნოგო ავტამაბილია“–ო, მაგრამ არ უთხრა, იმიტომ რომ სიტყვისთვის არც ურუშაძე ჩაიყოფს ხელს ჯიბეში: „ა კაგდა ბენზინ ასლინოი მაჩოი რაზბავლიალ?“, რასაც მოყვებოდა ვანოს რჩევა ურუშაძის მიმართ: “სუხარი სუშიც“. მოკლედ, აირეოდა.
კიდევ ერთი ფილმი გავიხსენოთ, ამჯერად – ქართული, „უძინართა მზე“. მომავალ არჩევნებზე, როცა ნაციონალები მოგვადგებიან და ხმებს მოგვთხოვენ, ერთი მარტივი კითხვა დავუსვათ: „ხმების მაგივრად სხვა რამე რომ შემოგთავაზოთ?“
პრეზიდენტმა უმრავლესობას აშშ-ში ვიზიტის შესახებ ანგარიში ჩააბარაო – ასეთი ნიუსიც გავრცელდა, მაგრამ მიშასა და მისი ქვემდებარეების ამბავი რომ ვიცი, დარწმუნებული ვარ, ანგარიშს კი არა სწორედ იმ „სხვა რამეს“ ჩააბარებდა. ჰო, და იქვე იყო, წარსულის გადმონაშთებზე რომ ისაუბრა, სიბნელეზე სინათლის გამარჯვება რომ ახსენა, შევარდნაძის ნარჩენებს რომ აგინა...
სხვათა შორის, ძალიან მაინტერესებს, რას ფიქრობს გოკა გაბაშვილი, როდესაც მავანნი შევარდნაძის ნარჩენებს აგინებენ. ალბათ, საკუთარ მამას დედას აგინებს, მაგრამ თვითონ სააკაშვილიც რომ შევარდნაძის ნარჩენია?.. ანუ, როდესაც მიშა აგინებს შევარდნაძის კადრებს, მოკლედ შეუძლია, რომ თქვას: „ჩემი დედა...“
ვაჰ, აბა მე ვიყავი მოქალაქეთა კავშირის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი? მე გადავუხადე კახა თარგამაძეს მადლობა? ჩემზე ამბობდა ეძიკა ძია, შვილივით მიყვარსო? ერთი თოკის პრინციპია, ერთ თოკში არიან ჩაბმულები... ავიღოთ და ხრამში გადავაგდოთ? ეგეც შეიძლება, მაგრამ რადგან გვაქვს თოკი და გვყავს სათოკე ხალხი, რამე უფრო ქუუულ–საც მოვიფიქრებთ.
მახსოვს, ბავშვობაში კოწიას შემოქმედებაში ყველაზე მეტად ის მიყვარდა, მეფე გიორგი ცხენებს რომ ეფერება, გიორგი ჭყონდიდელი დავითს რომ თხოვს, დაუბრუნე ირმები ტყეებსო... ახლა, რატომღაც, სულ ტაჯგანალებით ცემა და მოპირულ ხმლებზე ხტუნაობა მახსენდება. აღარც ხმლებია და ტაჯგანალი რა არის, სულ არ ვიცი. სამაგიეროდ, გვაქვს თოკი და გვყავს სათოკე ხალხი. ჯერ მარტო 26 მაისის ღამე რად ღირს...
„აფხაზეთში მესამეკლასელის სასტიკი ცემის საკითხს ქართული მხარე ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე დააყენებს: „ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი ვანდალური ფაქტისთვის შესაბამისი შეფასების მიცემას ქართული მხარე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მოითხოვს. ქართველი პოლიტიკოსების თქმით, ოკუპანტების მსგავსი ქმედება ბავშვების მიმართ მხოლოდ ფაშისტებისთვის იყო დამახასიათებელი. საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის მოადგილის, პაატა დავითაიას თქმით კი ის ამ ფაქტის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ისაუბრებს. „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რათა მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს...“ - განაცხადა პაატა დავითაიამ“.
ეტყობა, პაატა დავითაია საქართველოს უახლეს ისტორიაში ვერ ერკვევა, თორემ ეცოდინებოდა, რომ 7 ნოემბერს, 6 მაისს, 15 ივნისს, 26 მაისს... თბილისში არც ქალს ინდობდნენ, არც ბავშვს და არც მოხუცს. რისი ღირსია პაატა დავითაია? რისი და – თოკის, ოღონდ ჯერ ე.წ. მაკუმბა!!! ოოო, მაგარი სანახავი იქნება, მაკუმბას დროს დავითაია უპერსპექტივო ხვეწნას რომ დაიწყებს, მე თვითონ, მე თვითონო!
„რაც შეეხება „რესპუბლიკურ პარტიას“, მან დაუსაბუთებელი უარი განაცხადა მასთან ასოცირებული იურიდიული პირის „რესპუბლიკური ინსტიტუტის“ ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენაზე და ჩვენთან აბსოლუტურად უპერსპექტივო იურიდიულ დავაში შემოვიდა“ – რაღაცის თაობაზე განაცხადა უფერული ლევან ბეჟაშვილის ზედმეტად ფერადმა ნათია მოგელაძემ.
ნუ, ახლა... სამართლებრივი წიაღსვლები იურისტებისთვის დამითმია. უბრალოდ, მე „უპერსპექტივო დავა“ მომეწონა. ლამაზად ჟღერს, აი, როგორც „მოციმციმე არითმია“. ისე, ამ შემთხვევაში, დავეთანხმები ნათია მოგელაძეს და დავძენ, რომ ზოგიერთთან დავა ისეთივე უპერსპექტივოა, როგორც იმ ზოგიერთისთვის სარკესთან ტრიალი.
კობა ხაბაზი დატრიალდა, ბევრი ეძება, მაგრამ ბოლოს თქვა, ვერ წარმომიდგენია ნორმალური ადამიანი, რომელიც ოშკისა და იშხანის აღდგენას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებსო... ეგ კი ეგრეა, მაგრამ მოდით ისიც ვიკითხოთ, როგორია კობა ხაბაზის წარმოდგენებში ნორმალური ადამიანი? პასუხი: მაღალი, უზრდელი და დორბლიანი. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კობა ხაბაზს წარმოდგენა არ აქვს, როგორია ნორმალური ადამიანი.
ვაჰ, ყოველთვის რატომ მახსენდება კობა ხაბაზზე ნინა წკრიალაშვილი? და რა გაახსენდება ხალხს გასული კვირისა და „ახალი მემარჯვენეების“ ხსენებაზე? რა და, აი ეს: „ახალი მემარჯვენეები" ამერიკული თეთრი პეპლისგან გურიის რეგიონის მოსახლეობის დასაცავად სახელმწიფოს რადიკალური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ... „პეპელა მნიშვნელოვნად აზიანებს და მთლიანად ანადგურებს ხეხილს, ნათესებს, სხვა მცენარეებს, აბინძურებს წყალს და საკვებს. გაზაფხულ-ზაფხულის სეზონზე ამ მავნებლის გამო, გურიის სოფლები პრაქტიკულად პარალიზებულია“ – აცხადებს „ახლების“ ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი ლევან კალანდაძე“.
აი, მესმის წარმოდგენები, პერსპექტივები და ფანტაზიები! ზოგმა „ჩემი მაღალი“ დაარქვა, ზოგმა – „ჩოყლაყი“, ზოგმა – „ატკრივალკა“... ლევან კალანდაძემ და „მემარჯვენეებმა“ თეთრი პეპელა უწოდეს. არა, ისე, კი გავს პეპელას, მაგრამ ისეთ პეპელას, ერთი პარტიის ერთ დაპეპვლაში მილიონს რომ იხდის.
„საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დეპუტატ დავით დარჩიაშვილის შეფასებით, საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა დაადასტურა, რომ „ენას ძვალი არ აქვს“ – წვერებიანი პეპლის ნააზრევი ჩემმა მეგობარმა სააგენტომ მამცნო. აზროვნებს ხალხი... იმან – პეპელაო, ამან – ენას ძვალი არ აქვსო... მოქნილი პოლიტიკოსია დავით დარჩიაშვილი, უძვლო. მაგ კანტორაში ყველანი ეგეთები არიან – უძვლოები, მაგრამ ენა, რომელიც უძვლოა, მაგათში მხოლოდ მიშაა, დანარჩენები კი...
აი, ერთი ისეთი განცხადება, რომელიც მხოლოდ უძვლომ შეიძლება, რომ გააკეთოს (თუმცა, ვიმეორებ, ენა მხოლოდ მიშაა): „უსახლკაროებისთვის გახსნილ თავშესაფრებში მიმართვიანობა ჯერჯერობით დაბალია. ცხოვრების წესისა და ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, ე.წ. ბომჟებთან ურთიერთობა საკმაოდ რთულია. შეიძლება, უბინაო იყო, მაგრამ ე.წ. ბომჟის ცნება კიდევ აბსოლუტურად განსხვავებულია. ამ კატეგორიის ადამიანები სულ სხვა ცხოვრებით ცხოვრობენ, სხვა პრინციპები და ცხოვრების სხვა წესი აქვთ და თავშესაფარში მათი „დაკავება“ ზოგჯერ ძალიან რთულია. ისინი ქუჩაში, ქუჩის პირობებში ყოფნას ამჯობინებენ“.
ეს სიტყვები მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსს, მამუკა ქაცარავას ეკუთვნის და, ვფიქრობ, არც ღირს კომენტარის გაკეთება. უბრალოდ, გრამი ტვინი ხომ უნდა გქონდეს?!
სიტყვა გამიგრძელდა და ნელ–ნელა დავასრულებ. მთავარი ჯერ არ მითქვამს – გასულ კვირაში საქართველომ ტუვალუსთან 2011 წლის 4 თებერვალს დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. ტუვალუმ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა და, საქართველოს ხელისუფლების საპასუხო რეაქცია იყო საზარლად მკაცრი. მე ვიტყოდი, რომ მიხეილ სააკაშვილმა ტუვალუს წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა – დაიხურა საელჩო, დიპლომატებისა და მათი ოჯახის წევრების გამოსაყვანად გაიგზავნა „ბოინგის“ ტიპის სამი თვითფრინავი, ქართველ ინვესტორებს მითითება მიეცათ, სასწრაფოდ შეწყვიტონ ინვესტირება ტუვალუს ეკონომიკაში.
სასჯელი იყო მკაცრი, მაგრამ სამართლიანი.
ტუვალუს ბრწყინვალების მზე ჩაესვენა.
სამაგიეროდ...
„საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში საქართველოს ელჩს, თემურ იაკობაშვილს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოებს. ქართული ტელეკომპანიების ინფორმაციით, იაკობაშვილს ჯილდო ამერიკაში მისი ვიზიტის წარმატებული ორგანიზებისთვის გადაეცემა“.
მართლა ამათი!...
თოკები, თოკები, თოკები ჩქარა!!!
რ.ხ. (რა ხდება) – ვაბშე, რა ხდება, მთელი ქუჩა იბრიდება... რა ხდება, ტო, კაიფობ? დედაშენიც ეხლა არ გარდაიცვალა?..
პლეხანოველმა მოგელამ, ვინაიდან ყოველი მომდებნო წინადადება არაერთგზის გაეგონა.
– გვბრიდავენ, ტო...
(აკა მორჩილაძე, „Maid in Tiflis“)