შინაგან საქმეთა სამინისტრო საფეხბურთო კლუბ გორის „დილას“ ახალი სპონორი გახდა. ეს ვანომერაბიშვილის უწყების მეორე სპორტულ-პოლიტიკური პროექტია. საკალთბურთო და რაგბის გუნდებს ბიუჯეტის სახსრებით ინახავს თავდაცვის სამინისტროც. თუმცა რამდენი იხარჯება თითოეული ჩვენგანის ჯიბიდან, ეს საიდუმლოდ რჩება. რატომ ვუხდით ბიუჯეტიდან თვეში 25 ათასს დოლარს უცხოელ კალათბურთელებს და, 5 ათასს დოლარს ფეხბურთელებს? სპორტის განვითარებაზე ზრუნვა თუ არჩევნები და მმართველი პარტიის პიარი? ნახეთ, როგორ იყენებენ „ნაციონალები“ რუსეთში კარგად აპრობირებულ პიარ–ტექნოლოგიას...
* * * *
სპორტული პროექტების განხორციელების პარალელურად, რეგიონებში პოლიტიკური ტერორია. შიდა ქართლში „თავისუფალი დემოკრატების“ აქტივისტის შვილი და მისი მეგობრები დააკავეს. ბოლო რამდენიმე თვეში სხვადასხვა რეგიონში ოპოზიციის 15-მდე აქტივისტია დაჭერილი. უფრო მეტი – სამსახურიდან დათხოვილი. ბოლო შემთხვევა ოკუპაციის ხაზთან, სოფელ მერეთში მოხდა. როგორ აწერინებენ პროკურატურაში მოწმეებს ხელს ცარიელ ფურცლებზე და როგორ იქცევა სახელმწიფო როცა ინციდენტის ერთი მხარე პოლიციელია - დაშინება და შანტაჟი. ნახეთ თამარ კენკიშვილი სრეპორტაჟი მერეთიდან...
* * * *
„კვირის რეპორტაჟი“ კიდევ ერთხელ უბრუნდება თემას, რომელიც კახეთში პოლიციელის მკვლელობის მცდელობას ეხება. ამ ბრალდებით 20 წლის ჟურნალისტი, სოფიო ნიკოლაშვილია დაკავებული. თუმცა, თავად დაკავებული აცხადებს, რომ პოლიციელმა გააუპატიურა. ნათია თოიძემ დაზარალებულად გამოცხადებული გიორგი სიბაშვილის კიდევ ერთ მსხვერპლს მიაგნო, რომელიც პოლიცილეს უმძიმეს ძალადობაში ადანაშაულებს. მიუხედავად საქმის რეზონანსულობისა, პროკურატურა დუმს. ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი კახეთიდან და სოფო ნიკოლაშვილის კიდევ ერთი წერილი ციხიდან...
* * * *
უკიდურეს გაჭირვებაში და მეწყერის უმაღლესი რისკის ზონაში მყოფ ვეძათხევზე "კვირის რეპორტაჟმა" პირველად შარშან, მაისში გიამბოთ. 18 ოჯახი სოფლიდან აუცილებელ გადასახლებასსაჭიროებდა. ცხრა თვის შემდეგ, ზვიად თხელიძე კიდევ ერთხელ ჩავიდა თბილისიდან 60კილომეტრში მდებარე სოფელში, რომელიც გარე სამყაროს სრულიად მოწყვეტილია. სახელმწიფოსა და საზოგადოების გულგრილობა და შემზარავი გაჭირვება. ნახეთ რეპორტაჟი დუშეთის რაიონიდან.