გიორგი ლომსაძე, “Eurasianet”
ანალიტისკოსების აზრით, „ნაბუქოს“ გაზსადენის პროექტს, რომელზეც ყოველთვის დიდ იმედებს ამყარებდნენ, ახლა ყველა შანსი აქვს იმისთვის, რომ ქაღალდზე დარჩეს. მილსადენის ღირებულებით შეშფოთებული პროექტის დამფუძნებლები, ალტერნატიულ, უფრო იაფ ვარიანტებს განიხილავენ.
გერმანულმა ენერგეტიკულმა გიგნტმა RWE, რომელიც „ნაბუქოს“ პროექტის თანადამფუძნებელია, განაცხადა, რომ „ნაბუქოსთან“ დაკავშირებით მისი ენთუზიაზმი იწურება და შეიძლება გადახედოს თავის გეგმებს „ტრანსანატოლიური გაზსადენის“ სასარგებლოდ, რომელიც აზრბაიჯანს და ბულგარეთს დააკავშირებს. მსგავსი ტიპის განცხადება გააკეთა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, რომ „ნაბუქო“ პრიორიტეტული აღარ არის, და რომ ამის სანაცვლოდ ის „ტრანსანატოლიური გაზსადენის“ მხარდაჭერას აპირებს.
ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ახალი გაზსადენის შანსებს ის ფაქტიც ზრდის, რომ მასთან დაკავშირებით ბაქოს და ანკარას შორის აზრთასხვადასხვაობა არ არის. იმავდროულად, პროექტით გათვალისწინებულია თურქეთის მონაკვეთზე უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენება.
თურქულ გაზეთ Hürriyet Daily News-ში ბარჩინ ინანჩი თავის სტატიაში წერს, რომ „ტრანსანატოლიური გაზსადენი“ შეიძლება „ნაბუქოს“ ახალი, „შემცირებული“ ვარიანტი გახდეს. „მართლაც „შემცირებული“, რადგან გეგმის თანახმად „ნაბუქოს“ 31 მილიარდი კუბომეტრი გაზი უნდა გადაეზიდა, ხოლო „ტრანსანატოლიური გაზსადენი“ 6 მილიარდი კუბომეტრის ტრანსპორტირებაზეა გათვლილი“, წერს ინანჩი.
„ტრანსანატოლიური გაზსადენისგან“ განსხვავებით, „ნაბუქომ“ვერ შეძლო აზერბაიჯანის გარდა სხვა მიმწოდებლების პოვნა, არადა პროექტი ძალიან ძვირადღირებულია. თურქმენეთის პროექტში ჩართვის მცდელობებს არანირი თვალშისაცემი შედეგი არ მოჰყოლია, და მოსკოვმაც ყველაფერი იღონა იმისთვის, რომ ხელი შეშლოდა პროექტის განხორციელებას, რომელსაც ცენტრალური აზიის აირი ევროპისთვის რუსეთის გვერდის ავლით უნდა მიეწოდებინა.
მიუხედავად ამისა, პროექტზე მომუშავე სტრუქტურები აცხადებენ, რომ იმედის დაკარგვა ნაადრევია, მაგრამ „ადამიანმა, რომელიც „ნაბუქოს“ კონსორციუმთან არის დაკავშირებული, გაზეთ Financial Times-ს აცნობა, რომ დამუშავების პროცესში, როგორც ჩანს პროექტის „შემცირებული ვარიანტია“, რომელიც თავდაპირველზე 40%-ით ნაკლები ეღირება.
ამგვარად, პროექტი, რომელიც შთამბეჭდავი წარმოდგენა უნდა გამხდარიყო, როგორც ჩანს საპნის ოპერად გადაიქცა, თანაც ბედნიერი დასასრულის გარეშე.
foreignpress.ge
988
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85