როდესაც კალამი მახვილზე ძლიერია

როდესაც კალამი მახვილზე ძლიერია


საქართველოს სხვადასხვაგვარი პოლიტიკური ბრძოლა უნახავს – ვარდებით და აქციებით, კარვების ქალაქებითა და ცრემლსადენი გაზით. ელის თუ არა მას ამჯერად საპირისპირო ბრძოლა – კალმით?

ახალი ბრძანების თანახმად, იუსტიციის სამინისტროს ენიჭება უფლება „რედაქტირება“ გაუკეთოს საკანონმდებლო აქტს მას შემდეგ, რაც ის კანონად გადაიქცევა – ნაბიჯი, რომლითაც იურისტების აზრით შეიძლება კიდევ უფრო მეტმა ძალაუფლებამ მოიყაროს თავი საქართველოს უკვე ისედაც დომინანტი აღმასრულებელი შტოს ხელში.

პირველად, ამას ნაცვალსახელი „ამ“ შეეწირა, რომელიც როგორც ითქვა ამოღებულ იქნა იმ საკანონმდებლო ცვლილებების ოფიციალური ვერსიიდან, რომელიც პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას ზღუდავს.

იმ ვერსიით, რომელშიც „ამ“ შედიოდა, საკანონმდებლო ცვლილებამ პარტიებს აღნიშნული ცვლილების (ფრაზა „ამ კანონის“) ამოქმედებიდან სამი დღის განმავლობაში ბიზნესისგან მიღებული ყველა გაუხარჯავი ფინანსური შემოწირულობის უკან დაბრუნება აიძულა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას სახელმწიფო მოითხოვდა.

მილიარდერი ოპოზიციონერის ბიძინა ივანიშვილის მოკავშირეებმა, მას შემდეგ რაც კანონში ეს „ამ“ დაინახეს და იფიქრეს, რომ შემოწირული მილიონების დახარჯვისთვის სულ რაღაც სამი დღე ჰქონდათ, თანხების ხარჯვა „ნაჩქარევად“ დაიწყეს, რათა ეს სამდღიანი ვადა არ დაერღვიათ, განაცხადა დავით უსუფაშვილმა, ივანიშვილის პარტნიორი რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა.

საკუთარი კომპანიებისა და პარტნიორების საშუალებით, ივანიშვილმა მის ორგანიზაციასთან, „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირებულ პარტიებს, არსებული ინფორმაციით 4.1 მილიონი ლარი (2,46 მილიონი დოლარი) შესწირა.

მაგრამ მოგვიანებით, 29 დეკემბერს საკანონმდებლო ცვლილების იმ ვერსიაში, რომელიც „მაცნეში“ (მთავრობის ოფიციალური გამოცემა) გამოქვეყნდა, „ამ“ გაქრა. რაც იმას ნიშნავდა, რომ ხარჯვა ფუჭი იყო.

უსუფაშვილი აცხადებს, რომ „ჩადენილია დანაშაული“ და პროკურატურის ოფისს ამ ჩვენებითი ნაცვალსახელის გაქრობის ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდა.

თუმცა, არანაირი გამოძიება არ იგეგმება, რადგან იუსტიციის სამინისტროს, რომელიც პროკურატურის ოფისის ზედამხედველია, მიაჩნია, რომ ბრალდებები „უსაფუძვლოა“.

სამინისტროს სპიკერი ხათუნა იოსავა ამტკიცებს, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ შესწორებაში „იგივე“ ტექსტი იყო, რაც შემდეგ „მაცნეში“ გამოქვეყნდა. პარლამენტის ცვლილებების ელექტრონული ვერსია იმავე დღეს გამოქვეყნდა და „ამ“-ს არ შეიცავდა.

მთავრობა ამტკიცებს, რომ პარალმენტარებმა ჩვენებითი ნაცვალსახელის ამოღების შესახებ ზეპირი შეტყობინება მიიღეს; არცერთ პარლამენტარს ამ ცვლილების შესახებ შეშფოთება არ გამოუთქვამს.

იოსავამ განაცხადა, რომ კორექტირება, რომელიც შეიძლება მომავალში განხორიელდეს, მხოლოდ ტექნიკური რედაქტირების საკითხია, როგორც ეს 29 დეკემბრის ბრძანებითაა გათლისწინებული.

„ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ორთოგრაფიასთან, პუნქტუაციასთან ან ნუმერაციასთან დაკავშირებული შეცდომები…“, ნათქვამია მის ელექტრონულ წერილში, რომელიც EurasiaNet.org-ს გამოუგზავნა. „თუკი ასეთი შეცდომები იმდენად ცხადია, რომ მათი რედაქტირებით [კანონების ან განკარგულებების] არსი არ შეიცვლება, მაშინ „მაცნეს“ შეცდომის აღმოფხვრის უფლება აქვს“.

ამ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებული გაუგებრობა ხაზს უსვამს „საფრთხეს“, რომელიც სამინისტროს ახალ უფლებამოსილებას უკავშირდება, აღნიშნავს სამართლებრივი დაცვის ორგანიზაცია „42-ე მუხლი“-ს აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი.

„ჩემი აზრით, არსებობს საფრთხე, რომ ამ ახალი ცვლილების თანახმად კანონების შინაარსი შეიცვლება“, განაცხადა მან.

ანალოგურ შეშფოთებას გამოთქვამენ სხვა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები. მიუხედავად იმისა, თუ რა ბედი ეწია იმ სადაო ნაცვალსახელს („ამ“), იუსტიციის სამინისტროს ახალი ამოცანა იოლი არ არის: ქართულ ენაში, სადაც დიდი ასოები არ არის, პუნქტუაციამ შეიძლება სერიოზული როლი ითამაშოს.

სამინისტროს პოტენციური რედაქტორების საყურადღებოდ ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ მძიმის და წერტილის შეცვლამაც კი შეიძლება „შეცვალოს კანონის შინაარსი“.

„აღმასრულებელ ორგანოს არ შეიძლება ჰქონდეს ასეთი დიდი შესაძლებლობა [ან] უფლება კანონში ცლილებებისა… ვფიქრობ ზოგადად კანონების მნიშვნელობით მანიპულირება გაიოლდება. არ მიმაჩნია, რომ ეს პოზიტიური ცვლილებაა…“
foreignpress.ge