რას მალავენ რუსთავის თვითმმართველობა და “ლიბერთი ბანკი”?

რას მალავენ რუსთავის თვითმმართველობა და “ლიბერთი ბანკი”?

10 თებერვალს, პრესაგე.ტვ-ის  რუსთავის თვითმმართველობის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის არსებითი განხილვა შედგა. აღნიშნული საქმე რუსთავის საქალაქო სასამართლოში 11 ნოემბერს შევიდა.

პრესაგე.ტვ თვითმმართველობისგან საჯარო ინფორმაციის მიღებას სასამართლოს გზით ცდილობს.

საქმე სასამართლომდე მივიდა, რადგან ჩვენ შეტანილ წერილებზე, სადაც ვითხოვდით ინფორმაციას თვითმმართველობის მხრიდან შკოდა-ოქტავიას მარკის ავტომობილების შეძენასა და საჯარო მოხელეთა პრემიების შესახებ, ინფორმაცია არ მოგვაწოდეს.

საქმის არსებითი განხილვა 10 თებერვალს შედგა. მოპასუხე მხარემ - რუსთავის თვითმმართველობის იურისტებმა, ლია მეტრეველმა და ლალი მაისურაძემ - განაცხადეს, რომ ინფორმაცია საჯარო მოხელეთა პრემიებზე არ გასცეს, რადგან ჟურნალსტს ნებართა საჯარო მოხელეებისგან მიღებული არ ქონდა.

მათი ლოგიკის თანახმად, სახელმწიფო სარგოები და პრემიები საჯაროა, ოღონდ - მხოლოდ, საჯარო სამსახურში მყოფი თანამდებობის პირების. მოსამართლეს უხსნიდნენ, რომ წერილის შემოტანისას ჟურნალისტს საკუთარ მოთხოვნასთან ერთად უნდა დაერთო საჯარო მოხელეთა ნებართვები, სადაც ისინი დაადასტურებდნენ, რომ წინააღმდეგები არ არინ, მათი “მაიდენტიფცირებელი” ინფორმაცია საჯარო გახდეს. 

ჩვენს კითხვაზე - იციან თუ არა, რას ნიშნავს საჯარო მოხელის მცნება, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იციან, რადგან თავადაც არიან საჯარო მოხელეები: “არნაირი სურვილი არ მაქვს, ბოკუჩავამ ან ვინმე სხვამ იცოდეს ინფორმაცია ჩემი პრემიების ან სხვა ჩემი პიროვნული მაიდენტიფიცერებელი ინფორმაცია” – უხსნიდნენ მოსამართლეს მეტრეველი და მაისურაძე.

გასაგებია, როგორ ესმის ანგარიშვალდებულობის მომენტი რუსთავის თვითმმართვლობას საზოგადოების მიმართ. დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ მოპასუხე მხარე არა საჯარო დაწესებულების წარმომადგენელი, არამედ იურიდიული პირი იყო - პირი, რომელიც ხელფასს არ იღებს მოქალაქეების გადახდილი გადასახადებისგან და შესაბამისად, თავს ვალდებულად არ თვლის ამავე საზოგადოებას უთხრას, თუ რაში და რამდენს ხარჯავს მათივე ფულს. 

რაც შეეხება დავის მეორე საგანს - „შკოდა-ოქტავიას“ მარკის ავტომობილებს - შეგახსენებთ, რომ ამ მარკის რამდენიმე მანქანა რუსთავის თვითმმართველობის ავტოპარკში 2011 წელს გაჩნდა.

სასამართლოზე მოპასუხე მხარემ წარადგინა “ლიბერთო ბანკის” 10 თებერვალს მიღებული წერილი, სადაც დაფიქსირებულია ბანკის პოზიცია აღნიშნულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. “ლიბერთი პანკი ”რუსთავის თვითმმართველობას წერს, რომ მათ შორის დადებული ხელშეკრულება არ უნდა გახდეს საჯარო. ბანკის წერილში ვკითხულობთ, რომ ისინი ხელმძღვანელობენ  “კომერციული ბანკების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით. რის თანხმადაც დადებული ხელშეკრულების პირობები, მხოლოდ, მხარეებისთვის, ანუ ბანკის და თვითმმართველობისთვის უნდა იყოს ცნობილი.

სწორედ ამ დოკუმენტს იფარებს ფარად რუსთავის თვითმმართველობა. მოსამართლეს არწმუნებენ, თითქოს, რომ არა ბანკის აკრძალვა, ისინი მზად არიან მანქანების შეძენის, თუ ბანკის მხრიდან მათი ჩუქების საკითხი საჯარო გახადონ.

თუ ჩავთვლით, რომ საჯარო დაწესებულებასა და ბანკს შორის მსგავს საიდუმლო ურთიერთობა იურიდიულად გამართლებულია გამოდის, რომ ჩვენ საჯარო მოხელეებს საბიუჯეტო თანხით ნებიმიერი უძრავი, თუ მოძრავი ქონების ყიდვა შეუძლიათ ისე, რომ საზოგადოებას ინფორმცია არ მიაწოდონ.

ამ ლოგიკით, მათ შეუძლიათ ნებისმიერი შესყიდვა განახორციელონ და აღნიშნული ინფორმაციით დაინტერესებულ პირებს უთხრან, თითქოს გარიგების მეორე მხარე თვლის, რომ დადებული ხელშეკრულება მისი კომერციულ საიდუმლოა და, ბოდიშით და აწი თქვენ იმკითხავეთ, რაში რა დავხარჯეთო.

პრესაგე.ტვ-ს ინტერესებს სასამართლოზე  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  რუსთავის ოფისი იცავს. საია-ს ადვოკატი, მიხეილ ლურსმანაშვილი სასამართლო სხდომებზე  თვითმმართველობისგან უშედეგოდ ითხოვს, გახდეს საჯარო, თუ რა ტიპის ხელშეკრულება დაიდო “ლიბერთი ბანკთან”. საუბარია იმაზე, ნასყიდობას ქონდა ადგილი, თუ - ჩუქებას. კითხვაზე - თვითმმართველობის იურისტები “კომერციული საიდუმლოს “ დაცვის მიზნით - არ პასუხობენ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებას ადგილობრივ მედიას კომენტარს ქვემო ქართლის გუბერნატორი, დავით კირკიტაძე აძლევს. კირკიტაძე ამბობს, რომ მანქანები “ლიბერთი ბანკმა” იყიდა. თუმცა არ პასუხობს კითხვას, თუ რა დამსახურებისთვის გადასცა მანქანები ბანკმა თვითმმართველობას.

პრესაგე.ტვ-ს სარჩელის ბედი მომავალ კვირას გადაწყდება. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ეკატერინე პართენიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას 17 თებერვალს გამოაცხადებს.