საქართველოში ჩამოსულ თუ ადგილობრივ ტურისტებს ახალი თავსატეხი გაუჩნდათ. მთაში თუ ბარში ყველგან სამელი წყლის მწვავე დეფიციტია. გაუსაძლისმა სიცხემ პრობლემები წყლის მიწოდებსთან დაკავშირებითაც წარმოშვა. რაც ყველაზე მთავარია, სიცხეები კვლავაც გაგრძელდება და არც წყლის პრობლემის მოგვარების პირობას იძლევა ვინმე.
სურამში დამსვენებლები უწყლობას უჩივიან. როგორც ხაშურის გამგებელმა, როინ მახარობლიძემ განაცხადა, უწყლობის მთავარი მიზეზი ძლიერი სიცხეა. მახარობლიძის თქმით, წყალსადენის სათავე ნაგებობაში სიცხის გამო პრობლემები წარმოიშვა. ხაშურის გამგებლის განცხადებით, უახლოეს მომავალში რაიონში ახალი წყალსადენის მშენებლობა იგეგმება.
-“ვამზადებთ პროექტს, რომელზეც მუშაობა აგვისტოს ბოლოსდასრულდება. ეს არის 7-მილიონიანი პროექტი და მსოფლიო ბანკისდაფინანსებით განხორციელდება. პროექტის დასრულების შემდეგგადაწყდება თუ როდის დაიწყება სამშენებლო სამუშაოები”, -განაცხადა მახარობლიძემ.
უწყლობა მხოლოდ მთიანი კურორტების პრობლემა არ არის. “ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალაქი” სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. ბათუმში ტურისტების ნაკლებობას არ უჩივიან, მაგრამ წყალი საეროდ აღარ არის. ამ პირობებში და ამ სიცხეში დასვენება როგორი კომფორტული იქნება, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს.
თურმე ზღვის სეზონზე აჭარაში ჩასული დამსვენებლები უწყლობით იტანჯებიან. ბათუმს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ საზაფხულო სეზონზე ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ქალაქად გამოაცხადა, ორი დღეა, წყალი აღარ მიეწოდება.
როგორც დამსვენებლები აცხადებენ, ქალაქის ცენტრალური უბნები, რომლებსაც სასმელი წყალი აქამდეც მკაცრი გრაფიკით(დღეში 2-3 საათით) მიეწოდებოდა, მეორე დღეა, საერთოდ უწყლოდარიან დარჩენილნი.
ამის მიზეზად “ბათუმის წყალში” წყლის არასაკმარისირაოდენობა და, შესაბამისად, დაბალი წნევა დაუსახელეს, ქალაქისმერიიდან კი, რომელსაც “ბათუმის წყალი” ექვემდებარება,ინფორმაციის მოძიება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ბათუმი საქართველოსცენტრალური და აჭარის ადგილობრივი ხელისუფლებების მხრიდანფართოდ არის რეკლამირებული.
განცხადებები იმის შესახებ, რომბათუმი საზაფხულო სეზონზე დამსვენებლებისთვის ერთ-ერთ ყველაზესასურველ და კომფორტულ კურორტად იქცა, არაერთხელ გაკეთდა.
მართლაც, აჭარის დედაქალაქში, რომელმაც იერი უკვე საგრძნობლად შეიცვალა, უამრავი დამსვენებელი ჩავიდა, მათ შორის - ბევრი უცხოელიც. თუმცა, საეჭვოა, უწყლობისა და, შესაბამისად, ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების არარსებობის ფონზე ტურისტების ნაკადი შენარჩუნდეს და აჭარის დედაქალაქის აღმშენებლობაში ჩადებულმა კოლოსალურმა თანხებმა გაამართლოს.
საერთოდ, აჭარულ ტურიზმთან დაკავშირებით ისევ პრეტენზიები ისმის და განსხვავებით მთავრობის არაერთი პიარ-განცხადებისა, სიტუაცია იქ მთლად საუკეთესო ნამდვილად არ არის. ბათუმსა და ქობულეთში დამსვენებლების სიმცირეს ადგილობრივები არ უჩივიან, მაგრამ მეორე საკითხია თუ როგორ ისვენებენ ისინი.
მაგალითად, ქობულეთში ქუჩები გადათხრილია და მისგან გამოწვეული მტვერი დამსვენებლებს დიდი პრობულემებს უქმნის. გარდა ამისა, ქობულეთში მუდმივად საცობებია, რადგან სავალი ნაწილი ვიწროა და ძალიან ბევრი ტრანსპორტი იყრის თავს.