გავრცელებული ინფორმაციით, თსუ-ს ეზოში აქციის ერთ-ერთ მონაწილე დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, თსუ-ს ეზოში აქციის ერთ-ერთ მონაწილე დააკავეს

სამართალდამცავებმა თსუ-ს პირველ კორპუსთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა პატიმარმა, ზაზა დავითაიამ განუცხადა. მისი თქმით, დაკავებულია რეზი რევაზიშვილი, რომელსაც წვრილმანი ხულიგნობა ედება ბრალად. 

"რევაზიშვილი ამ წუთებში სასამართლოში გადაჰყავთ. მას ბრალად დებენ პოლიციელის შეგინებას", - აღნიშნა დავითაიამ.

მისივე ინფორმაციით, რევაზიშვილი პატიმრობიდან რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა და პირველი მსჯავრი სრულიად უკანონოდ მოიხადა.

აღსანიშნავია, რომ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სტუდენტების შეხვედრას აპროტესტებენ. მათ ამ შეხვედრაზე დასწრების სურვილი ჰქონდათ, თუმცა ამის უფლება არ მისცეს.

მიხეილ სააკაშვილი სტუდენტებს ამ წუთებში ხვდება. მასთან შესახვედრად რეგისტრაცია სტუდენტებმა ინტერნეტით გაიარეს. უნივერსიტეტში უსაფრთოხების ზომები გამკაცრებულია.