დიდუბის რაიონის გამგეობა წერეთლის გამზირის N55-ში მოსასვენებელი სივრცის რეაბილიტაციას ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, ეწყობა განათების სისტემა, ბილიკები, რეაბილიტირდება საბავშვო სივრცე, ასევე განთავსდება ახალი საპარკო ინვენტარი.
პროექტის ღირებულება 90 000 ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა, თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.