საკრებულოებში [„ნაციონალურ მოძრაობასთან“] კოალიცია არ გაქვთ? - ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელიც კომისიას დისტანციურად ერთვება.
გახარიას თქმით, კოალიცია მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებაში შეიძლება იყოს.
„ამ ადამიანს აუხსენით, კოალიცია რას ნიშნავს. კოალიცია შეიძლება იყოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში, გესმით თქვენ?“ - განუცხადა გიორგი გახარიამ გურამ მაჭარაშვილს.
მაჭარაშვილის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, გახარიას რუსეთში კოალიციის განმარტება როგორ ასწავლეს, თუმცა, ევროპული განმარტების თანახმად, კოალიცია საკრებულოებში ან პარლამენტში პარტიების გაერთიანებას ნიშნავს.
„რუსეთში როგორ გასწავლეს კოალიცია, მე არ ვიცი, მაგრამ, ევროპულად კოალიცია ნიშნავს პოლიტიკური პარტიების გაერთიანებას საკრებულოებში ან პარლამენტში. რუსეთში რა გასწავლეს, ეგ არ ვიცი.“ - მიმართა მას გურამ მაჭარაშვილმა.
პარლამენტში იუსტიციის საბჭოს წევრები რომ გყავდათ გასაყვანი, ხმები რომ არ გყოფნიდათ და ოთხმა ნაცმა მხარი რომ დაგიჭირათ, ეს როგორ იყო?
ის კომისიაც და ზოგადად საქოცეთი ყოფლი ნაცებით (ვინ იცის, მართლა ყოფილი?) რომაა სავსე, ეს ვისი კოალიციაა?მიქანაძე, გუშინ მინისტრად რომ დანიშნეთ, ციხის ბუნტის დროს იუსტივიის მინისტრ ადეიშვილის ციხეების კურატორი მიადგილე რომ იყო, ამას რას უშვებით? ... ათომითაა მსგავსი მაგალითი
ამ ვითომ ნაცების საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ სააკაშვილი, მერაბიშვილი, ბ ახალაია, ბოკერია, უგულავა რატომ არ დაკითხა? რატომ არ კითხავთ სააკაშვილის 2008 წლის გაყალბებული არჩევნების გამპრავებელ და მიმლოცავ მაშინდელ სახ. დამცველ სუბარს?
დარწმუნებული ვარ, ამ ხელისუფლებას ღმერთმა აშოროს და რამე რომ მოუვიდეს, შენ პირველი იქნები, ვინც ამათ ლანძღვას დაიწყებ მოსულებს შეუძვრები ბოლომდე - ასეთი ნატურა ჩანხარ!