გახარია 20 ივნისის მოვლენებზე:   მშვენივრად ვმართავდი ყველაფერს

გახარია 20 ივნისის მოვლენებზე:   მშვენივრად ვმართავდი ყველაფერს

ბატონი ჭოლაძე ტყუის, როდესაც ამბობს, რომ იმ ოთახში საიდანაც თქვენ მართავდით ამ ოპერაციას და ბრძანებებს გასცემდით და ინფორმაციებს იღებდით, იქვე დივანზე ჩამომჯდარი გყავდათ გერმანიის ელჩი ტყუის?- ამ კითხვით მიმართა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას,  2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან  დაკავშირებით. 

გახარიამ უპასუხა, რომ  მნიშვნელოვანი დავალებების გასაცემად გადიოდა სხვა ოთახში. 

„არა მაგ ოთახიდან მე არაფერს არ ვმართავდი. მე მაგ ოთახში ვიყავი ხოლმე, მაგრამ, როდესაც მნიშვნელოვანი დავალებები იყო გასაცემი გავდიოდი იქ იყო სხვა ოთახიც“,-განაცხადა გახარიამ.

თეა წულუკიანის დამაზუსტებელ შეკითხვაზე იმ ოთახიდან იმიტომ ხომ არ გადიოდა, რომ იქ გერმანიის ელჩიც იყო, გახარიამ უპასუხა, რომ არა მარტო გერმანიის ელჩი, არამედ სხვა ბევრი ადამიანი იყო იქ.  

„არა, იმიტომ რომ იქ ბევრი სხვა ადამიანებიც იყვნენ, ელჩიც იქ იყო, ბევრი ადამიანი იყო ხალხი მიდიოდა მოდიოდა ვიღაცა დეპუტატები შემოდიოდნენ ვიღაცეები გადიოდნენ, ბევრი იყო, მაგრამ იმ ოთახს ჰქონდა უკანა ოთახი, საიდანაც მშვენივრად ვმართავდი ყველაფერს. იმ ოთახში ბევრი ადამიანი იყო იქიდან მნიშვნელოვანი დავალებების გაცემა, ინფორმაციის მიღება არ შეიძლებოდა.

გახარიას პასუხს თეა წულუკიანის რეპლიკა მოჰყვა: „ ისე მშვენივრად მართავდით იმ პატარა ოთახიდან, რომ თვალებიც დათხარეთ გოგოებს“.

Aburjga Tasmanieli ეს გახარია დიდად არასდროს მომწონდა, ნეიტრალურად ვიყავი განწყობილი/ პარლამენტის საჯარო სხდომებიდან მის ქადილზე ნაცმოძრაობის მიმართ გულში მეღიმებოდა! მაგრამ ახლა ამ წულუკიანის კომისიამ ჩემში გაამტკიცა აზრი, რომ პოლიტიკა ძალიან ბინძური საქმეა! არ ვარგა ბაბუებო, ბატონო კომისიის წევრებო თქვენი საქციელი, თქვენი წამოძახებები , თქვენი მიხვრა მოხვრაც არ ვარგა! თქვენთვის არ ვარგა, თქვენ დაგაზარალებთ ისევ! ხალხი შტერი ნუ გგონიათ?! გახარია სოკოსავით ნაწვიმარზე ხომ არ აღმოცენებულა?! თუ არ ვცდები ჯერ ბიზნეს ომბუდსმენი იყო (მაშინ გავიგე მისი არსებობის შესახებ), შემდეგ ეკონომიკის მინისტრი, იმის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი და ბოლოს პრემიერ მინისრიც თქვენ გახადეთ! არ ვიცი ვინ გირეკავდათ ასე ყველ ეტაპზე რომ აწინაურებდით და აწინაურებდით?! ახლა რომ წამოუძახეთ "თვალებს თხრიდი გოგოებსო" მაგის შემდეგ არ დააწინაურეთ პრემიერმინისტრად?! ბაიდენს, ამერიკის ელჩს, კანცლესრ ეურჩებოდით და ვინ იესო ქრისტე გირეკავდათ კაცი 4-ჯერ უმაღლეს თანამდებობაზე რომ დანიშნეთ?! მაშინ არ იცოდით განათლება რუსეთში რომ ჰქონდა მიღებული ახლა რომ აყვედრით?! იმ 1 კვადრატული კილომეტრის გარდა მცოცავი ოკუპაციით რამდენი ათეული (ასეული?) კვადრატული კილომეტრი ჩამოგვაჭრეს ოსმა სეპარატისტებმა და მათ გვერდით მდგომმა საოკუპაციო ძალებმა, რაშიც გახარიას არ მიუძღვის წილი. რას შვებით იმ საქმეზე, ვის გაასამრთლებთ?! ჰოდა, მე თქვენი მხარდამჭერი ხანდაზმული კაცი მსუბუქად გეუბნებით - განა ასე შეიძლება? ეს ნამუსიანი საქციელია?!
9 საათის უკან