შვეიცარიის პარლამენტის წევრმა, ეუთოში შვეიცარიის დელეგაციის წევრმა, დანიელ ფაზლერმა, პორტუგალიაში გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას, საქართველოში ჩატარებულ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა.
მისი თქმით, არჩევნებზე დამკვირვებელი იყო, ხოლო ჩატარებული არჩევნების მეორე დღეს, ყველა დამკვირვებელი შეთანხმდა, რომ საარჩევნო პროცესი იდეალურად იყო ორგანიზებული, სამართლიანად ჩატარდა და არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მისივე განცხადებით, მთავარი კი ის არის, რომ "გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობამ მიიღო".
"საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, ამიტომ, შვეიცარიას აქვს დაცვის მანდატი და ის ინარჩუნებს დიპლომატიურ ურთიერთობებს საქართველოს სახელით რუსეთში და რუსეთის სახელით საქართველოში. ამიტომ, ჩვენთვის საქართველოში არსებული ვითარება ძალიან მნიშვნელოვანია.
გასულ წელს, მე არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წევრი ვიყავი. მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო, რომ არჩევნების მეორე დღეს, ბრიფინგის დროს, ყველა დამკვირვებელი შევიკრიბეთ და ერთმანეთს ვკითხეთ, თუ როგორი იყო არჩევნები, დავასკვენით, რომ არჩევნები იდეალურად იყო ორგანიზებული, სამართლიანად ჩატარდა და არანაირი დარღვევა არ მომხდარა. არჩევნების შედეგი ბევრ ევროპულ სახელმწიფოს არ მოეწონა. ეს არ არის ის, რაც ჩვენი გადასაწყვეტია - გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობამ მიიღო," - განაცხადა დანიელ ფაზლერმა.