დიდუბის რაიონის გამგეობა სამტრედიის ქუჩის N2-ში მოსასვენებელ სივრცეს სრულ რეაბილიტაციას უტარებს.
პროექტის ფარგლებში, ეწყობა ბილიკები, განათების სისტემა, ტერიტორიაზე განთავსდება საპარკე სკამები და ურნები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
პროექტის ღირებულება 190 000 ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაო პროცესს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა, თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო.