პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის შეკითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, ამ პროცესებში სრულად იქნება ჩართული.
„დიახ, ვადასტურებ [არჩევნებში მონაწილეობას]. სრულად ვიქნები ჩართული, თქვენ არ იღელვოთ.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ, რომელიც კომისიის სხდომაზე დისტანციურად ჩაერთო.