საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს ხვდება. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, პრეზიდენტი თსუ-ში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
ამასთან, პრეზიდენტის შეხვედრაზე დასწრებას ითხოვდნენ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები, რომლებიც პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქციას მართავენ და პრეზიდენტისთვის შეკითხვების დასმას მეგაფონებით აპირებენ.
პრეზიდენტი თსუ-ს პირველ კორპუსში უკანა შესასვლელით შევიდა. ხოლო ზემოაღნიშნული პირები პრეზიდენტს სტვენითა და შეძახილებით დახვდნენ. მათ ამ დროისთვის თსუ-ს პირველი კორეპუსის უკანა შესასვლეთან გადაინაცვლეს.
პრეზიდენტის შეხვედრისთვის სტუდენტებმა რეგისტრაცია ინტერნეტით გაიარეს.