თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, სადაც პრეზიდენტისა და სტუდენტების შეხვედრა უნდა გაიმართოს, დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, უნივერსიტეტში რამდენიმე წუთის წინ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მელორ ვაჩნაძე და რამდენიმე ახალგაზრდა მივიდნენ.
მათი განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე დასწრება სურთ, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, მიეცემათ თუ არა მათ ამის საშუალება.
არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტისა და სტუდენტების შეხვედრას ჟურნალისტები არ დასწრებიან და დახურულ ფორმატში გაიმართება.
მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა თსუ-ს სტუდენტებთან 13.00 საათისთვის არის დანიშნული.