თბილისის აეროპორტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის თბილისი-სტამბულის მიმართულებით კვეთის დროს, სამართალდამცველებმა ვისბადენის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნაში მყოფი, მოქალაქეობის არმქონე, ეროვნებით ლატვიელი, 1963 წელს დაბადებული იგორ გოიჩევი დააკავა.
გოიჩევი საერთაშორისო ძებნილად 2013 წლის 25 თებერვალს გამოცხადდა, რა დროსაც ის საქართველოში იმყოფებოდა და მიღებული ჰქონდა საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლება.
მას ბრალად ედება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 146-ე, 242-ე, 244-ე, 25-ე და 52-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს ფულის გაყალბებას, ქურდობას და ძარცვას. აღნიშნული დანაშაულები ითვალისწინებს 15 წლით თავისუფლების აღკვეთას.
ამჟამად გოიჩევი მოთავსებულია შსს–ს თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში და მის მიმართ მიმდინარეობს წინა საექსტრადიციო პროცედურები.