China Daily-ის ინფორმაციით, ჩინეთის ხელისუფლებამ შესაძლებელია შობადობაზე არსებული შეზღუდვები მოხსნას. ჩინეთის მთავრობასთან არსებული მოსახლეობის, რესურსების და გარემოს დაცვის კომისიის ხელმძღვანელის ჩჟან ვეიცინის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნა შეიძლება ქალაქის მოსახლეობას შეეხოს.
„არ არის გამორიცხული, რომ მალე ქალაქის მაცხოვრებელებს, მეორე ბავშვის გაჩენის შესაძლებლობა მიეცემათ“,-აცხადებს ვეიცინი.
ამ დროისთვის არსბული კანონის მიხედვით, თუ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე თვითონ არ არის ერთი შვილი ოჯახში, მას ერთ შვილზე მეტის ყოფნის უფლება არ აქვს. ვეიცინის განცხადებით, თუ მთავრობამ პოლიტიკა „არ შეარბილა“ , ჩინეთში შობადობა კლებულობს, გარდა ამისა, კომისიის ხელმძღვანელის განცხადებით, აუცილებელია ქვეყანაში მდედრობითი სქესის ბავშვების რაოდენობის მომატებაც, რადგან მამრობითი სქესის მოსახლეობა, მნიშვნელოვნად აჭარბებს საწინააღმდეგო სქესს და ბალანისი დაცვა აუცილებელია.