"თქვენ რომ დაუჯეროთ "დიფ სთეითს" და მის აგენტურას, რუსეთი გამოდის მსოფლიო იმპერია", - ამის შესახე პრემიერ-მინისტრმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
"თქვენ რომ დაუჯეროთ "დიფ სთეითს" და მის აგენტურას, რუსეთი გამოდის მსოფლიო იმპერია, იმიტომ, რომ სადაც არ უნდა წახვიდეთ, გავლენიან ძალებზე როცა არის საუბარი, წამყვანი ოპოზიციური ძალები რომ ავიღოთ, საფრანგეთი ყოფილა რუსეთის მარიონეტი, უნგრეთში მთელი ხელისუფლება ყოფილა პრორუსული, სლოვაკეთში, სერბეთში და ა.შ. არის უამრავი დასავლეთ ევროპის ქვეყანა საფრანგეთთან ერთად, გერმანიის მთავარი ოპოზიციური პარტია ასევე მოიხსენიება როგორც პრორუსული, რუსეთის აგენტურა და ა.შ. აფრიკა, ჩინეთი, აზია, ლათინური ამერიკა და ა.შ. რომ გაჰყვე "დიფ სთეითის" მესიჯებს, გამოდის, რომ მთელი მსოფლიო ჩაუგდია ხელში რუსეთის ფედერაციას და უფრო მეტიც, თავის დროზე ტრამპის არჩევანშიც მიუღია მონაწილეობა რუსეთს. ამერიკა მის ხელში იყო, ლათინური ამერიკა რუსეთის ხელში იყო, აქეთ უნგრეთი და სლოვაკეთი, სერბეთი, საქართველო, საფრანგეთში და რუმინეთში ლამის რუსეთმა მოიყვანა თავისი ხელისუფლება, მსოფლიო იმპერიად გამოჰყავთ.
სინამდვილეში რა ხდება, არის მარტივი სპეკულაცია, შენ გაქვს მტრის ხატი და შენს ოპონენტს უკავშირებ აღქმაში ამ მტრის ხატს. უმარტივესი, მართლა გებელსისეული მეთოდია, არსებობს მტრის ხაზი, შენი ოპონენტი უნდა დაუკავშირო ამ მტრის ხატს და დანარჩენი არგუმენტები არაფერი არ არის საინტერესო, უბრალოდ აგენტურამ ეს სიტყვა უნდა იმეოროს მუდმივად, ეს არის ერთადერთი, რაც აძლევს ძალას ამ პროპაგანდას, რომ შენ გყავს აგენტურა და ამ აგენტურამ არაფერი უნდა იძახოს გარდა "რუსულის".
გახსოვთ იგივე გამჭვირვალობის კანონის შესახებ დისკუსია, რაიმე შინაარსში შევიდა ვინმე? არაფერი, რუსული კანონი, რუსული კანონი იძახეს და მორჩა, შინაარსი არავის აინტერესებს", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.