"ბაჩიაშვილის საქმეზე გამოძიება არის დაწყებული, ამიტომ, მე გამიჭირდება რაიმე კონკრეტული კომენტარის გაკეთება, ყველაფერი უნდა დაადგინოს გამოძიებამ," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პირველადი განცხადება გაკეთდა პენიტენციური სამსახურის მხრიდან, საუბარი იყო იმაზე, რომ მოხდა ჩხუბი ორ პატიმარს შორის, დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ.
"მგონია, რომ ყველა ხელმისაწვდომი მასალა აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს. პირველადი განცხადება გაკეთდა პენიტენციური სამსახურის მხრიდან, საუბარი იყო იმაზე, რომ მოხდა ჩხუბი ორ პატიმარს შორის, დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ. გამოძიებაც არის დაწყებული, ამიტომ მე გამიჭირდება რაიმე კონკრეტული კომენტარის გაკეთება. ყველაფერი მნიშვნელოვანია, რატომ დაიწყო, როგორ დაიწყო, რა იყო მიზეზი, ეს ყველაფერი უნდა დაადგინოს გამოძიებამ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.