ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ერიკ რუბინმა, რეინტერგაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან პაატა ზაქარეიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან გარკვეული ურთიერთობა დაამყაროს.
„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა რეინტეგრაციის მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და ელჩ აბაშიძესთან. ვისაუბერთ იმ პრიორიტეტებზე, რომელიც უკავშირდება საქართველოს მხრიდან კონფლიქტების მოგვარებისა და იმ ადამიანების პირობების გაუმჯობესების ძალისხმევას, რომლებიც კონფლიქტების შედეგად დაზარალდნენ. საუბარი შეეხო მეზობლებთან ურთიერთობის საკითხებს. მე გამოვხატე აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვენერიტეტისადმი. ასევე მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ძალისხმევისა, გარკვეული ურთიერთოებები დაამყაროს აფხაზეთისა და ე.წ სახრეთ ოსეთის მოსახლეობასთან“, - განაცხადა რუბინმა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მაოდგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთოების საკითხებში ზურაბ აბაშიძე და აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლადი.