ამერიკულმა ჟურნალმა მამაკაცებისთვის GQ-მ 2012 წლის ყველაზე წარუმატებელ ადამიანებად რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი მით რომნი, თეთრი სახლის დიასახლისი მიშელ ობამა და პოპ-ვარსკვლავი მადონა დაასახელა.
მიშელ ობამა ამ სიაში იმიტომ მოხვდა, რომ მიუხედავად მის მიერ ორგანიზებული სიმსუქნის საწინააღმდეგო სამოქალაქო მოძრაობისა „მოდი, ვიმოძრაოთ“, მან ამერიკლებში პოპულარობა მაინც ვერ მოპოვა.
მით რომნი GQ-ს ყურადღების ცენტრში გასაგები მიზეზების გამო მოექცა-მან ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრი წააგო.
მადონა იმიტომ, რომ დიდი ხანია მთელი მსოფლიო იმაზე საუბრობს, რომ მადონას ყოველ ხუთ წუთში სცენაზე სამოსის ცვლას, ურჩევნია ადგილი ახალგაზრდა შემსრულებლებს დაუთმოს.
მოთხე ადგილი წარუმატებელ ადამიანთა სიაში ლენს არმსტრონგს მიაკუთვნეს, რომელმაც დოპინგის გამო, ყველა ტიტული დაკარგა.