ნიუ-იორკში, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბროდვეის პროდიუსერი მარტინ რიჩარდსი. მისი პირადი ასისტენტის განცხადებით, რიჩარდსი ღვიძლის კიბოთი იყო დაავადებული.
მარტინ რიჩარდსი ბროდვეის ცნობილი მიუზიკლების პროდიუსერი იყო. მათ შორისაა, "On the Twentieth Century," „Sweeney Todd," „The Will Rogers Follies“ და მუსიკალური ფილმი „Chicago,“ რომელიც 1975 წელს მისივე წარმოებული, ამავე სახელწოდების მიუზიკლი დაედო საფუძვლად.
რიჩარდი ჰომოსექსუალი იყო, თუმცა 1978 წელს კომპანია“Johnson & Johnson“ -ის დამფუძნებლის შვილიშვილზე მერი ლი ჯონსონზე დაქორწინდა. 1990 წელს, მისი სიკვდილის შემდეგ რიჩარდმა მიიღო დიდი მემკვიდრეობა, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციების ჩამოყალიბებისთვის გამოიყენა.
რიჩარდის ხსოვნის საპატივცემლოდ ბროდვეის ყველა თეატრი ჩაბნელდა. თითოეულმა მათგანმა ყველა განათება ერთი წუთით გამორთო.