ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, დასუფთავების სამსახურში საგამოძიებო დეპარტამენტი ორი წლის წინ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით შევიდა.
აღნიშნულის შესახებ, ხადურმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„ეს საქმე განვაახლეთ და სწორედ ამით იყო განპირობებული დასუფთავების სამსახურში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის შესვლა“, - განაცხადა ხადურმა.
მისივე თქმით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დაკავებულია ორგანიზაციების მიერ გადასახადების გადახის შემოწმებით, რამდენად პირნათელი არიან ისინი ბიუჯეტთან და არანაირი პოლიტიზირება საკითხებისა, არ ხდება.