შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეოს მთავარი სამმართველოს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხუთკაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლებმაც 25 ნოემბერს ბორჯომში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატები გაქურდეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებისას მათ გორში სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვის ფაქტებიც აღიარეს.
საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის რაიონული სამმართველო იძიებს.