გერმანული კომპანია GFK საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით, ეგზიტპოლის ფარგლებში გამოკითხვას საქართველოს მასშტაბით 220 საარჩევნო უბანზე ჩაატარებს.
დაგეგმილ ეგზიტპოლთან დაკავშირებით,საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიაჭანტურიამ და კომპანიის წარმომადგენელმა ნიკმუნმა შესაბამის კონტრაქტს მოაწერეს ხელი.
კონტრაქტის ღირებულება 230 ათას აშშ დოლარს შეადგენს.
ჭანტურიას განცხადებით, GFK საერთაშორისო ევროპული კვლევების ლიდერია.
მისივე თქმით, ამ კომპანიასთან საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე მეორედ თანამშრომლობს და საზოგადოებრივი მაუწყებელი კი, ეგზიტპოლს უკვე მეორედ ატარებს.
„საპარლამენტო არჩევნებისთვის ეგზიტპოლის ჩასატარებლად კომპანიის მოწვევა 2010 წლის ადგილობრი არჩევნებზე მათ მიერ განხორციელებული ეგზიტპოლის სიზუსტემ და მაღალმა ხარისხმა განაპირობა.
ადგილობრი არჩევნებზე ცდომილება მინიმალურ, 2%-ს შეადგენდა“, - განაცხადა ჭანტურიამ.