შინაგან საქმეთა სამინისტრო არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს გააკონტროლონ საკუთარი პარტიული სტრუქტურების წარმომადგენლები, რათა არ დაუშვან კანონის უხეში დარღვევა.
ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ღებულობს ინფორმაციას რეგიონებში ფულის დარიგების მასობრივი ფაქტების შესახებ. მიღებული ინფორმაციის მიხედვით, მონაწილე პირები კი შსს-ს ინფორმაციით, ფულის დარიგებისას კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის სახელით მოქმედებენ.
„პოლიცია აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას აწარმოებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ პარტიას – გააკონტროლონ საკუთარი პარტიული სტრუქტურების წარმომადგენლები, რათა არ დაუშვან კანონის უხეში დარღვევა.
იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ ტარდება საპარლამენტო არჩევნები, პოლიცია თავს იკავებს პარტიათა წარმომადგენლების დაბარებისა და დაკითხვისაგან“, - ნათქვამია განცხადებაში.