1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეგზიტპოლს რამდენიმე ტელეკომპანია და ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩაატარებს .
ეგზიტპოლების ჩატარებას გეგმავს "საზოგადოებრივი მაუწყებელი", "რუსთავი 2", "მაესტრო" და "ამომრჩეველთა ლიგა". არსებული ცნობით, აღნიშნულს აპირებს ტელეკომპანია "იმედიც".
„საზოგადოებრივი მაუწყებელი" საპარლამენტო არჩევნებზე დაგეგმილი ეგზიტპოლის ფარგლებში 220 საარჩევნო უბანზე 25 ათასი ამომრჩევლის გამოკითხვას აპირებს. არხის ინფორმაციით, ეგზიტოპლს საერთაშორისო კვლევების ევროპული ლიდერი კომპანია GFK განახორციელებს.
„მაესტრომ" შესაბამისი ხელშეკრულება ორ კომპანიასთან _ "ოქსფორდსა" და "პენინ შონთან" გააფორმა და ისიც ეგზიტპოლს 250 საარჩევნო უბანზე გამართავს.
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაცია "ამომრჩეველთა ლიგას", ის შესაბამის პროექტს ამერიკულ პარტნიორ კომპანია "ბარსელო ენდ კომპანის" დახმარებით განახორციელებს.
"ამომრჩეველთა ლიგა" ეგზიტპოლის მოწყობასთან ერთად, ხმებს პარალელურადაც დაითვლის. "ამომრჩეველთა ლიგის" 2400 წარმომადგენელი საქართველოს მასშტაბით 1200 საარჩევნო უბანზე ხმების პარალელურ დათვლას განახორციელებს. გარდა ამისა, "ამომრჩეველთა ლიგა" 400 უბანზე ეგზიტპოლს გამართავს. ექზიტპოლი ჩატარდება ყველა წესის დაცვით.