ხმის მიცემა 08. სთ-ზე დაიწყო

ხმის მიცემა 08. სთ-ზე დაიწყო

უბნები გაიხსნა. ქვეყნის მასშტაბით 73 საარჩევნო ოლქში, 3 668 ჩვეულებრივი და 71 გამონაკლის შემთხვევებში შექმნილი (სპეცუბანი) უბანი მოქმედებს. 45 უბანი გაიხსნება ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ხმის მიცემა 08:00 საათზე დაიწყება. 20:00 საათზე კენჭისყრა დასრულდება და უბნები დაიხურება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 613 851-ს შეადგენს.

საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რომლითაც პარლამენტის 150 წევრიდან 73 ირჩევა მაჟორიტარული წესით ერთმანდატიან ოლქებში, ხოლო დანარჩენი 77 მანდატი ნაწილდება პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტების პარტიულ სიებს შორის, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

ქვეყნის მოსახლეობა მე-8 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს 4 წლის ვადით აირჩევს.