დღეს, 1-ელ ოქტომბერს , 20:00 საათზე, "ამომრჩეველთა ლიგის" კოკა გუნცაძის ამომრჩეველთა ლიგის თავმჯდომარე კოკა გუნცაძე საგანგებო განცხადებას გააკეთებს, სადაც გამოაცხადებს ეგზიტპოლის შედეგებს.
"ამომრჩეველთა ლიგა" პროექტს ამერიკულ პარტნიორ კომპანია "ბარსელო ენდ კომპანის" დახმარებით განახორციელებს.
"ამომრჩეველთა ლიგა" ეგზიტპოლის მოწყობასთან ერთად, ხმებს პარალელურადაც დაითვლის.
"ამომრჩეველთა ლიგის" 2400 წარმომადგენელი საქართველოს მასშტაბით 1200 საარჩევნო უბანზე ხმების პარალელურ დათვლას განახორციელებს. ამომრჩეველთა ლიგა" 400 უბანზე ეგზიტპოლს გამართავს. ეგზიტპოლი ჩატარდება ყველა წესის დაცვით. გამოიკითხება ყოველი მეშვიდე ამომრჩეველი. გამოკითხვა ანონიმურობის სრული დაცვით განხორციელდება", - აცხადებს კოკა გუნცაძე და აღნიშავს, რომ 23:00 საათიდან ცნობილი გახდება პარალელური დათვლის შედეგები.