თეა წულუკიანი საარჩვენო შტაბის სპიკერი იქნება

თეა წულუკიანი საარჩვენო შტაბის სპიკერი იქნება

კოალიცია „ქართული ოცნების“ ნაძალადევის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი,  თეა წულუკიანი 1 ოქტობერს ნაძალადევის საარჩევნო ოლქში არსებული ვითარების შესახებ საზოგადოებას თავად მიაწვდის ინფორმაციას.

არჩევნების დღეს „ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თეა წულუკიანი საარჩევნო შტაბის სპიკერი იქნება.

ნაძალადევის „ქართული ოცნების“ შტაბში  (დადინის 104) მედიისთვის ბრიფინგები 11.00; 13.00 და 17.00 საათებზე გაიმართება.

თეა წულუკიანი საზოგადოებას  ნაძალადევის საარჩევნო ოლქში არსებული ვითარების და, არსებობის შემთხვევაში, დარღვევების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის.

ნაძალადევის მე-9 საარჩევნო ოლქი თბილისში მოსახლეობის სიდიდთ მესამეა. ნაძალადევში ცესკო-ს მონაცემებით  140 500 ამომრჩეველია რეგისტრირებული.