პროფესორთა დაცვის ლიგა: ერთად დავდგეთ სამშობლოს სადარაჯოზე, ვაჩვენოთ  ჩვენი ძალა  მტარვალებს!

პროფესორთა დაცვის ლიგა: ერთად დავდგეთ სამშობლოს სადარაჯოზე, ვაჩვენოთ ჩვენი ძალა მტარვალებს!

საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, პროფესორთა დაცვის ლიგა პროფესურას და სკოლის პედაგოგებს, სტუდენტობას მიმართავს და განსაკუთრებული მობილიზაციისა და მოქმედებისკენ მოუწოდებს.  ამის თაობაზე  პროფესორთა დაცვის ლიგა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც From.ge უცვლელად გთავაზობთ:

 „ ძვირფასო თანამემამულენო!  საქართველოს პატრიოტებო! განსაკუთრებით მივმართავთ პროფესურას და სკოლის პედაგოგებს, ჩვენს საამაყო სტუდენტობას.

დადგა დრო განსაკუთრებული მობილიზაციიის და მოქმედების. ხელისუფლებამ საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი და აღარ მალავს, რომ აპირებს არჩევნების გაყალბებას და ჩვენი შვილების მომავლის მოპარვას.

თუ ხელისუფლება მართლაც გაბედავს და გააყალბებს არჩევნებს, მაშინ ჩვენ ერთად უნდა აღვიდგინოთ ღირსება და მშვიდობიანი პროტესტით წინააღმდეგობა გავუწიოთ მას.

 არც ჩვენ და არც სტუდენტობა არ შევა ლექციებზე მანამ, სანამ არ გამოცხადდება არჩევნების რეალური შედეგები.

საქართველო ვეღარ გაუძლებს ამ მოძალადე ხელისუფლების მორიგ ექსპერიმენტებს და სისასტიკეს, ტყუილ დაპირებებს და ღირსების გათელვას, შიმშილით ამოწყვეტას.

მოგიწოდებთ ყველას - ერთად დავდგეთ სამშობლოს სადარაჯოზე და ჩვენი ძალა ვაჩვენოთ მტარვალებს! , -ნათქვამია პროფესორთა ლიგის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.