"პირველ აქციაზე ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მთელ საქართველოს ერთ მუშტად შეკრავდა და მან ეს დაპირება შეასრულა", - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა, საარჩევნო სიის წევრმა, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით ეს დამამთავრებელი აქციაა.
„ეს არის დამამთავრებელი აქცია, რომელიც ბოლო ხალხმრავალი შეკრება იქნება. ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი აქცია წინა აქციების მსგავსად მშვიდობიანად ჩაივლის. პირველ აქციაზე ივანიშვილმა თქვა, რომ მთელ საქართველოს ერთ მუშტად შეკრავდა, მან დღეს ეს დაპირება შეასრულა და სწორედ ასე შესრულდება ყველა პირობა", - განაცხადა ფანჯიკიძემ.