„ვერავინ მისცემს ამდენი ამომრჩევლის წინააღდმეგ თავს უფლებას სერიოზული პროვოკაცია დაგეგმოს”, - ამის შესახებ საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ ვაკის პარკთან ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, შეიძლება ადგილზე რაღაც გამოვლინენებს ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ამდენი ხალხის წინააღმდეგ სერიოზული პროვოკაციების დაგეგმვას ვერავინ გაბედავს.
„იმდენად დიდია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა და ცვლილებებთან დაკავშირებით იმდენად აშკარააა ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობის ნება, რომ პროვოკაციის უფლებას თავს ვერავინ მისცემს“, - განაცხადა შავგულიძემ.
მისივე თქმით, დღევანდელ აქციაზე ძალიან ბევრი მხარდამჭერი გავა და ისეთივე მასშტაბური და შთამბეჭდავი იქნება, როგორც 27 მაისის აქცია.
შავგულიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ 1 ოქტომბერს აბსოლუტური წარმატების იმედი აქვს.