ახალგაზრდობა  აღარ დაუშვებს, რომ რომელიმე მმართველმა ძალამ ხალხის ჩაგვრას და დაკნინებას მიყოს ხელი

ახალგაზრდობა აღარ დაუშვებს, რომ რომელიმე მმართველმა ძალამ ხალხის ჩაგვრას და დაკნინებას მიყოს ხელი

სტუდენტებმა  საგანგებო განცხადება გაავრცელეს, სადაც აცხადებენ, რომ ისინი უერთდებიან არა უშუალოდ "ქართულ ოცნებას" არამედ უშუალოდ ქართველ ხალხს.

მათი თქმით, ისინი "ქართულ ოცნებაში" ხედავენ ძალას, რომელიც არსებულ სისტემას შეცვლის.

„დღეს ამ აქციას შემოვუერთდით თავისუფალი სტუდენტები, რადგან აქ მყოფ საზოგადოებაში ვხედავთ ერთადერთ ძალას, რომელსაც ამ სისხლიანი სიტემის შეცვლა შეუძლია. სისტემისა, რომელსაც თითოეული ქართველის და საერთოდ, საქართველოს ღირსება შელახა, ჩაიდანა არაერთი დანაშაული და ბოროტად ისარგებლა ხალხისგან მინიჭებული ძალაუფლებით.

 დღეს დუმილი და უმოქმედობა დანაშაულია. ამიტომ ახალგაზრდობა ფხიზლადაა და აღარ დაუშვებს, რომ რომელიმე მმართველმა ძალამ ხელი მიყოს ხალხის ჩაგვრას და დაკნინებას", _ აღნიშნულია სტუდენტების მიმართვაში.