კახეთის რვავე რეგიონიდან კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თბილისისკენ მოემართებიან.
მოსახლეობა ძირითადად საკუთარი მანქანებით მოდის. კოლონას გომბოროს გადასახვევთან თელავიდან და ახმეტიდან მომავალი მხარდამჭერებიც შეუერთდებიან.
თბილისში კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით აქცია 16:00 დაიწყება.