დღეს თბილისში დაგეგმილ კოალიცია "ქართული ოცნების" აქციას რუის-ურბნისის ეპარქიის მოძღვრები შეუერთდებიან.
ისინი შიდა ქართლიდან უკვე წამოვიდნენ.
დღესვე მათ სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს, სადაც აკონკრეტებენ, თუ რა გახდა მათი აქციაზე დასწრების მიზეზი.
„ვისაც გული შესტკივა დღეს ერისთვის, ეკლესიისთვის, ვალდებულები ვართ, რომ წამოვიდეთ და ბიძინა ივანიშვილს გვერდით დავუდგეთ", - აცხადებენ მამაოები.
ამასთან, აქციას უერთდება სრულიად საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოება.