შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელი საოკუპაციო ჯარის სამხედროებმა დააკავეს.
როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, ტოლიაშვილი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო მოხვდა.
მათივე ინფორმაციით, მოგელი ტოლიაშვილი რუსეთის საოკუპაციო ჯარების სამხედროებმა სოფელ პერევის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.