ვაკის პარკთან პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი აქციის მონაწილეები უკვე იკრიბებიან.
ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯერ კოალიციის ლიდერები არ გამოჩენილან.
აქციის მონაწილეების მობილიზების შემდეგ, ისინი ფეხით მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ დაიძვრებიან, სადაც კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებლ აქციას შეუერთდებიან.
აქციისთვის თავისუფლების მოედანზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე დამონტაჟებულია სცენა.
აქცია 16:00 საათზე დაიწყება.