სპორტის სასახლესთან პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იკრიბებიან.
ამ წუთებში სპორტის სასახლესთან მხარდამჭერების მცირე ჯგუფია მობილიზებული, ისინი რამდენიმე ლიდერს და დამატებით მხარდამჭერებს ელოდებიან.
აქციის მონაწილეების მობილიზების შემდეგ, ისინი ფეხით მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ დაიძვრებიან, სადაც კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებლ აქციას შეუერთდებიან.
აქციისთვის თავისუფლების მოედანზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე დამონტაჟებულია სცენა.
აქცია 16:00 საათზე დაიწყება.