"უფლებადამცველთა გაერთიანება" კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს დაცვის გაძლიერებისაკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ბესო სურმავას გატაცების შემდეგ არ არის გამორიცხული აგონიაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ამჯერად შეტევა თავად ბიძინა ივანიშვილზე განახორციელოს.
„მას შემდეგ რაც, კოალიცია"ქართული ოცნები" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის ბესო სურმავას გატაცება მოხდა და როგორც საქმის გარემოებებიდან ჩანს, აღნიშნულ გატაცებაში სწორედ ხელისუფლებას მიუძღვის წვლილი, არ არის გამორიცხული აგონიაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ამჯერად შეტევა თავად ბიძინა ივანიშვილზე განახორციელოს. "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ბიძინა ივანიშვილს დაცვის გაძლიერებისა და მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ურჩევს, რომ თუკი იგი მართლა რაიმე ხერხებით შეეცდება ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის მცდელობას, ქართველი ხალხის რისხვას ვერ გაექცევა და ისე დაასრულებს თავის კარიერას, როგორც ჩაუშესკუ და მუამარ კადაფი", - ნათქვამია "უფლებადამცველთა გაერთიანების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.