თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. კლასიკური მუსიკის დღესასწაულს თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრი მასპინძლობს.
სცენა პირველ დღეს ახალგაზრდა ვირტუოზმა მუსიკოსებმა დაიკავეს. ივილინ ბერეზოვსკი და კიმ ტე იანგი მსმენელის წინაშე სპეციალურად ამ ფესტივალისთვის შექმნილ ორკესტრთან ერთად წარდგნენ.
ორკესტრს 18 წლის თემურ ზანგიევი დირიჟორობდა. თელავის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი მისი დამაარსებლის ელისო ვირსალაძის სასცენო მოღვაწეობის 50 წლის იუბილეს ეძღვნება.