პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კახი კალაძე ქუთაისში დაგეგმილ აქციას ადგილობრივ ორგანიზაციასთან ერთად შეუერთდება.
კალაძის განცხადებით, ქვეყნის ორ დიდ ქალაქში ჩატარებული აქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის გუნდს კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს, რომ მათი მმართველობა სულ რამდენიმე დღეში დასრულდება.
„ასეულობით ადამიანმა გამოთქვა სურვილი, რომ ქუთაისში დაგეგმილ აქციას შეუერთდეს. იგეგმება ასევე ჩემი სიტყვით გამოსვლა“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, კახი კალაძესთან ერთად ქუთაისში აქციის მონაწილეებს კოალიციის ლიდერები გუბაზ სანიკიძე და ეკა ბესელიაც მიმართავენ.