მორიგი კონცერტი, პატიმართა სოლიდარობის ნიშნად დღეს საღამოს, გლდანის ციხესთან გაიმართება. მისი ორგანიზატორია ჯგუფი „ვაკის პარკი“ და მისი სოლისტი ზაზა ხუციშვილი. კონცერტში მონაწილეობას, ჯგუფ „ვაკის პარკთან“ ერთად მიიღებენ მომღერლები, ნატო მეტონიძე, უცნობი, ლაშა თოფურია და ბაკურ ბურდული.
კონცერტის მიზანია, სოლიდარობა გამოუცხადოს სტუდენტებსაც, რომლებიც პატიმართა წამების ფაქტების გახმაურების დღიდან ქუჩის აქციებს მართავენ. გლდანის ციხესთან მდებარე ტბის ტერიტორიაზე უკვე დამონტაჟებულია საკონცერტო სცენა, სამზადისი თითქმის დასრულებულია და ის ცოტა ხანში დაიწყება.