საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ადვოკატ ანჟელიკა ჯობავას წალენჯიხის რაიონის პოლიციაში წამების ფაქტს ეხმაურება. ამასთან დაკაავშირებით ხატიაშვილი განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ორი წლის განმავლობაში ადეიშვილის უწყებაში შესულია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ოცამდე საჩივარი ადვოკატთა კორპუსის წინააღმდეგ არსებული ძალადობის გამო. თუმცა არცერთ მათგანზე არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. ხატიაშვილის თქმით, დაუსჯელობის სინდრომით გათამამებულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა ახალი დანაშაული ჩაიდინეს ადვოკატთა კორპუსთან მიმართებაში.
ხატიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ყველა ის პირი, ვინც ჩაიდინა ძალადობა ადვოკატებთან მიმართებაში თავის მფარველებთან, ადეიშვილთან ზოდელავასთან და მათ მეგობრებთან ერთად აუცილებლად დაისჯებიან.
„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ რამოდენიმე დღის წინ მოვითხოვე სამოქალაქო საზოგადოების მტრების იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის, და მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას გადადგომა და დასჯა.
ვინაიდან სწორედ ზურაბ ადეიშვილი, და მურთაზ ზოდელავა იყვნენ ის პირები ვინც საქართველოში ახალისებდნენ შერჩევით მართლმსაჯულებას და გვევლინებოდნენ დამნაშავეების მფარველებად. ორი წლის განმავლობაში ადეიშვილის უწყებაში შესულია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ოცამდე საჩივარი ადვოკატთა კორპუსის წინააღმდეგ არსბული ძალადობის გამო.
ადვოკატ ირინა საღინაძის გამო ოთხჯერ მივმართე იუსტიციის მინისტრს, რომელსაც ორჯერ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, დაემუქრნენ გაუპატიურებით მხოლოდ იმიტომ, რომ ადვოკატი ირინა საღინაძე ცდილობდა ციხიდან გამოეტანა პატიმრის ჩვენება წამების თაობაზე. იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილისგან, დაუსჯელობის სინდრომით გათამამებულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა ახალი დანაშაული ჩაიდინეს ადვოკატთა კორპუსთან მიმართებაში.
მივმართავ ბატონ ზურაბ ადეიშვილს, მინდა მოგილოცოთ უდიდესი წარმატება, თქვენგან გათამამებულმა პოლიციის მაღალჩინოსნებმა უკვე დაიწყეს ადვოკატების ყელში წაჭერა და დახრჩობა. 2012 წლის 22 სექტემბერს წალენჯიხის პოლიციის უფროსის მოადგილე რუსლან აბულაძე თავს დაესხა ადვოკატ ანჟელიკა ჯობავას და სცემა. წაუჭირა ყელში და ახრჩობდა. ხმაურზე შემოცვივდნენ პოლიციის თანამშრომლები და გაიყვანეს რუსლან აბულაძე. მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატმა მიმართა სამეგრელო ზემო სვანეთის პროკურორს, ადვოკატი ანჟელიკა ჯობავა არავის არ დაუკითხავს. ადვოკატი ანჟელიკა ჯობავას წამება და არადამიანური მოპყრობა არის გაგრძელება იმ საზიზღარი პოლიტიკისა, რასაც სააკაშვილის რეჟიმი ატარებს ადვოკატთა კორპუსთან მიმართებაში.