შსს-ს აბაშის რაიონული სამმართვლოს თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ვალერიანე ცომაია დააკავეს.
როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ცომაია აბაშის რაიონში „ნაციონალური მოძრაობის" სააგიტაციო პლაკატებს ხევდა.
შსს-ს ცნობით, ადგილზე მისულ პოლიციას მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
განცხადების თანახმად, ვალერინე ცომაიას მსგავსი ქმედებების გამო უკვე ორჯერ აქვს პოლიციისგან გაფრთხილება მიღებული. ამჯერად კი მისი დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მოხდა და გადაყვანილია სასამართლოში.