კოალიცია „ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ანაკლიას ესტუმრა.
ალასანიამ ადგილობრივ მოსახლეობას „ქართული ოცნების" განათლების, დასაქმებისა და ჯანდაცვის პროგრამები გააცნო. მისი განმარტებით, ახალ ხელისუფლებას სამწუხაროდ სახელმწიფო ხაზინა ცარიელი ხვდება, თუმცა აღნიშნა, რომ ისინი შეავსებენ ამ ხაზინას და დაიწყებენ იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელიც საარჩევნო პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის წინაშე აიღეს.
ალასანია მათ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზეც ესაუბრა.
„ჩვენ გვქონდა საუბარი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე. რევანში და შურისძიება ჩვენს ქვეყანაში არ მოხდება, მაგრამ ყველა, ვინც დამნაშავეა ამ სადისტური სისტემის შექმნაში, რომელმაც ჩვენი მოქალაქეები აწამა, აუცილებლად წარსდგება ქართული მართლმსაჯულების წინაშე", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისივე თქმით, არცერთი მეომარი და ვაჟკაცი ისეთ განცდაზეა, რომ აღარ შეასრულებენ კრიმინალური ბანდების დავალებას.
„ისინი არ წავლენ ხალხის წინააღმდეგ და დარწმუნებული ვარ არჩევნები ჩაივლის მშვიდად და გაფორმდება ის, რასაც მთელი