საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი სოფელ მუხრანში ადგილობრივი ფერმერის, ალექსანდრე ბიჭიაშვილის საკუთრებაში არსებული 18 ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავების პროცესს დაესწრო.
აღნიშნული ფართობის საშემოდგომო დამუშავება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, შეძენილი უახლესი აგრო-ტექნიკით განხორციელდა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებულ 12 ფერმერთა მომსახურების ცენტრში არის გადანაწილებული.
ადგილობრივებთან საუბრის დროს, პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სარწყავი არხების რეაბილიტაციაზე და სამართავად არხების ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გადაცემაზე.
ვანო მერაბიშვილის განცხადებით, სოფელმა თავად უნდა გადაწყვიტოს არხების გამოყენება და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მართვის სპეციალისტებისთვის ახალი სკოლების გახსნის მნიშვნელობაზე.
მოგვიანებით, ვანო მერაბიშვილმა თავადაც მიიღო მონაწილეობა მიწის