საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამომრჩეველთა სიებში შეყვანილ ყველა ამომრჩეველს კენჭისყრამდე არაუგვიანეს ორი დღისა, ამომრჩევლის ბარათს გადასცემს.
საუბარია დოკუმენტზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: კენჭისყრის თარიღი და დრო; კენჭისყრის შენობის მისამართი, სართულისა და ოთახის ნომრები; ამომრჩევლის ნომერი ამომრჩეველთა სიაში; ამომრჩევლის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილეობის მიღების თაობაზე განცხადების ან განაცხადის გაკეთების წესი, საუბნო საარჩევნო კომისიის ტელეფონის (ფაქსის) ნომრები და სხვა რეკვიზიტები; საარჩევნო უბნის ნომერი; ამომრჩევლის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, ამომრჩევლის ბარათის მიუღებლობა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი არ არის.